სიახლეები635 Videos

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე” გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“. პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ნარაზენსა და შამადელაში ჩატარდა. ახალიი ნიციატივა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრასა და მათ ინფორმირებას მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს და მოსახლეობას […]

ზუგდიდში, გამსახურდიასა და კეიდიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

ზუგდიდში, გამსახურდიასა და კეიდიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები ზუგდიდის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშორმლებმა აიღეს. როგორც  რუსთაველის ქუჩაზე, გულუას ბაღთან მომუშავე გარემოვაჭრეები აცხადებენ, ვაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა და დახლების აღების გამო,  მათი  ოჯახები ლუკმა–პურის გარეშე რჩებიან. რაც შეეხებათ კეიდიას ქუჩაზე მცხოვრებლებს, ისინი მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს. ზუგდიდის მერის მოვალეობის […]

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, საახალწლოდ სასაჩუქრე კალათები 100 წელს გადაცილებულ ქეთევან ესებუასა და მრავალშვილიან ლელა ცანავას გადასცეს.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სითბო და მზრუნველობა მსგავსი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 550 ბენეფიციარს 60 ლარამდე ღირებულების საახალწლო […]

ქ.ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება

აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება.სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის […]

მოწერელია: ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს, მუსიკალური ანსამბლებისა და ბენდების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მუსიკოსების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური აღჭურვილობების საკითხები იყო. “ხშირად, როდესაც რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავი კონცერტი იგეგმება, იმთავითვე, შემსრულებლების მოწვევას განიხილავენ. ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. […]

ზუგდიდი 2019 წლის შობა-ახალი წლის დასახვედრად ემზადება (ფოტორეპორტაჟი)

2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ლოკაციებზე საახალწლო განათებები მონტაჟდება. 11Shares  11 საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმშიარსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები. […]

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი “ჭკვიანი” კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება. […]

ლევან მაკალათია ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია  მერიის საკონფერენციო დარბაზში, ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა  თითოეულ სოფელში არსებული სტუაციის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენლებისგან მოისმინა, დეტალურად გაეცნო ყველა პრობლემურ საკითხს ერთად განხილვისა და დროული მოგვარებისთვის. „ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი გასაჭირის გულთან მიტანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების პრობლემები დროულად გადაიჭრას, თავდაუზოგავი მუშაობაა აუცილებელი ხალხის […]

სისხლიანი გარჩევა ფალიაშვილის ქუჩაზე: დაჭრილია მამაკაცი

თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე, #7–ის მიმდებარე  ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს.  ინფორმაციას “აქცენტი” ავრცელებს. როგორც “აქცენტს” თვითმხილველებმა აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მისივე ცნობით, ადგილიდან მიიმალა ის, ვინც ცეცხლი გახსნა. “აქცენტი” დეტალების გადამოწმებას შს სამინისტროში ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მიხეილ ცაგარელი: საპრეზიდენტო არჩევნებში „მდედრი თევზი“ გაიმარჯვებს

როგორც გაირკვა, საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა კირჩხიბის და თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული. სალომე ზურაბიშვილი და დავით უსუფაშვილი ზოდიაქოს მიხედვით თევზები არიან, გრიგოლ ვაშაძე, კახა კუკავა და დავით ბაქრაძე კი – კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის აზრით, 28 ოქტომბერს ვარსკვლავები თევზების მიმართ იქნებიან კეთილგანწყობილი, უფრო კონკრეტულად კი მდედრ თევზს გაუღიმებს ბედი. “არჩევნებში […]

თურქული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგიით დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. როგორც თურქული მედია წერს, ახალაგზრდა მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო  მიზეზად  ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგია სახელდება. არსებული ინფორმაციით,  ახალგაზარდა მამაკაცი ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა  უკბინა.  სამწუხაროდ, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ნავთობის ფასი შემცირდა

2018 წლის 2 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)- Brent ტიპის ნავთობი 66,57 (- 0,30) დოლარი/ბარელზე ღირს. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობი 60,37 (- 0,05)  დოლარი/ბარელზე ღირს. წყარო:imedinews

განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს

განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების პრესტიჟის ამაღლებაა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. აქ იგულისხმება მათი ხელფასების ზრდაც, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, ის ტრენინგების გაუმჯობესებას აპირებს. მთავარი აქცენტი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე გაკეთდება. წყარო: imedinews.ge

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაცის შედგენაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადდა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. პროექტირების ღირებულება, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. წინანდადებების მიღება მომავალი წლის 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის […]

თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ვარხვი ავტობანთან ახლოს დაიჭირეს

თბილისის ზოოპარკიდან ცოტა ხნის წინ ვარხვი გაიქცა.  გავრცელებული ინფორმაციით, ზოოპარკის თანამშრომლებმა ფრინველი მალევე, ავტობანთან ახლოს დაიჭირეს. როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, 2016 წლის თებერვალში ზოოპარკში დაცული ტერიტორიების სააგენტომ კოლხეთის დაბლობიდან ორი ვარხვი მიიყვანა.                              

საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით,  საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები. ინტენსიური თოვის  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის […]

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს. მეცნიერები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ღვინის შემადგენლობა შესაძლოა 8 000 წლისაც იყოს. სასმელში აღმოჩენილი ღვინის მჟავა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ღვინო ახლო აღმოსავლეთშია დამზადებული. არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და […]

უხრწნელობას მხოლოდ მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხი წყალი ინარჩუნებს

იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა. ყოფილა შემთხვევები, რომ ნაკურთხი წყალი წლების მანძილზე ჰქონიათ შენახული, ხოლო როდესაც ჭურჭლისთვის თავი აუხდიათ, წყალს ისეთივე გემო ჰქონია, როგორიც ახალაღებულს. ნაკურთხი წყლის უხრწნელობას ყველაზე ურწმუნო კომუნისტებიც კი აღიარებდნენ (ამას მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების პრესაში დაბეჭდილი მასალები მოწმობს), მაგრამ, მათი მტკიცებით, წყალი იმიტომ არ ფუჭდებოდა, […]

100 წლის ქალბატონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 1000 ლარი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, მარუსია ბაკარანძეს 100 წელი შეუსრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარუსია ბაკარანძეს 100 წლის იუბილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მაიზერ ნანავამ და გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ მიულოცეს. მათ იუბილარ ქალბატონს  საჩუქრად გამგეობისგან თაიგული და ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცეს. უხუცესი ქალბატონი 7 შვილის დედა, 10 შვილიშვილისა […]

1 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ჭკვიანი კამერა ჩაირთვება

2017 წლის 1 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. 3000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. ამის შესახებ დღეს ტექნოლოგიური რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადეს. დამრღვევი მძღოლები შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდებიან: – შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; – ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; – სიჩქარის გადაჭარბება; – მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება; […]

Guardian: თურქმა არქეოლოგებმა შესაძლოა წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

თურქი არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს. სპეციალისტებმა გეორადარის დახმარებით თურქეთის ქალაქ დემრეში  მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ქვეშ კარგად შენახული ტაძარი აღმოაჩინეს, სადაც მათი მტკიცებით, წმინდანია დაკრძალული. მკვლევარებს ჯერჯერობით აღნიშნულ ადგილამდე წვდომის საშუალება არა აქვთ, რადგან გათხრების დროს შესაძლოა ქვის ბარელიეფი და მოზაიკა დაზიანდეს. თუმცა მათი თქმით, მომავალში ისინი […]

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების  და ფერომონების (მოსაზიდი ხაფანგების) გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების   მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილმა , რომელსაც პრეპრატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე ეცნობიან სურსათის ეროვნული სააგენტოს […]

ზუგდიდში ახალი საწარმო გაიხსნა

ქალაქ ზუგდიდში,მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს […]

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ადგილიდან  samegrelorm.ge-ს კორესპონდენტი იტყობინება. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ასევე წყალი საცხოვრებელი სახლის  ეზოებშიც შევიდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში ყოველი წვიმის დროს,მსგავსი პრობლემები იქმნება, რადგანაც სანიაღვრე არხები გაუმართავია. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ჩოჩია აცხადებს, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო, […]

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის ზაქათალა-ბელაქნის რეგიონში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დაფიქსირდა. ამ დრომდე ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აზერბაიჯანში ბოლო მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 154 კილომეტრში 6 სექტემბერს დაფიქსირდა. მისი მაგნიტუდა 4.2 იყო. წყარო: imedinews.ge

თბილისში ლაგუნა ვერესთან ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში ლაგუნა ვერესთან ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა, მცირე კერები კიდევ არსებობს, რის გამოც ადგილზე ამ დრომდე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები განაგრძობენ მუშაობას. imedinews-ის ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, ხანძარი სავარუდოდ, დაუდევრობის გამო გაჩნდა. ცეცხლი ბალახებსა და ხეებს გაუჩნდა. წყარო: imedinews

პირველად ისტორიაში – საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა!

საქართველო ღია მმართელობის პარტნიორიბის თავმჯდომარე გახდა! ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა და 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. „OGP“-ის მმართველ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის […]

გალის შეხვედრაზე ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას მოითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ გალის შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა იქნება. ამის შესახებ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე 11-13 […]

ყველაზე უდარდელი ქალაქები დასახელდა

ყველაზე უდარდელ და სტრესისგან თავისუფალ ქალაქებს შორის ოთხი გერმანული ქალაქია, ხოლო ყველაზე დასტრესილი ადამიანები ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ცხოვრობენ. ამაზე მოწმობს ბრიტანული კომპანია Zipjet-ის კვლევა. სტრესის დონის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორით ხდებოდა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, უსაფრთხოების დონე, ვაჭრობის ხარისხი, გამწვანების პროცენტი, მზიანი დღეების რაოდენობა, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტანსპორტის სისტემა, ჰაერის დაბინძურების დონე, ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, დამატებითი კრიტერიუმი […]

სოფელ ლილოში მდინარე გაწითლდა (ვიდეო)

სოფელ ლილოში ადგილობრივ მოსახლეობას დღეს უჩვეულო სანახაობა დახვდა – მდინარე გაწითლებული იყო. მისგან აღებულ სინჯებს უკვე იკვლევს შესაბამისი სამსახური. თუმცა, წინასწარი დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოს დაბინძურებაში დამნაშავე თბილისის ნაგავსაყრელია. დაბინძურებულ მდინარეში მოზარდები მაინც ბანაობენ. წყარო: “იმედი”   https://youtu.be/jPMD_v54Fvw

ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება” დატოვა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა პარტიის რიგები დატოვა. ,,ეს ჩემი და ქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი არ არის. თუ ეს არის,,ქართული ოცნება“, მე, რა თქმა უნდა, ამ გუნდის წინააღმდეგ წავალ, რადგან ჩემი მიზანია ვემსახურო ქალაქს და ჩემს თანამოქალაქეებს “, — აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა „Sputnik- საქართველოს“ კორესპონდენტთან. ჩხარტიშვილის განცხადებით, […]

საქართველოს პრეზიდენტი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი,  გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებს,სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. “გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების  შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და  შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია […]

ჭალადიდში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავიაციის მეშვეობით ფართობების შეწამვლა მიმდინარეობს. ამის შესახებ samegrelorm.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფომაციით,  ჭალადიდში მიმდინარე  ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია გაეცნენ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული […]

ფოთში მესამე სართულიდან სამი წლის ბიჭი გადმოვარდა

3 წლის ბიჭმა ღია ფანჯარაზე დამაგრებული მწერების დამცავი ბადე გამოაღო და გადმოვარდა თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ფოთში სამი წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. როგორც “Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე ფოთიდან იტყობინება, 3 წლის ბიჭმა ღია ფანჯარაზე დამაგრებული მწერების დამცავი ბადე გამოაღო და გადმოვარდა. მისი თქმით, ბავშვს თავის ქალის მძიმე ტრავმა, სხეულის მრავლობითი […]

განათლების სამინისტრო ვაშლებს თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაარიგებს

განათლების სამინისტროს ცნობით, უწყებამ 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. ვაშლს კვირაში ერთხელ  ქ. თბილისის ამ 10 საჯარო სკოლაში დაარიგებენ. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3), სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84), სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის […]

სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა(ვიდეო)

თბილისში, სანზონაში , ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ვიდეოს  შემთხვევის ადგილიდან “რეპორტიორი” ავრცელებს.  

„ინტერფაქს-უკრაინა“ – არც მიხეილ სააკაშვილს და არც მასთან ერთად მყოფ დაახლოებით 700 ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია

არც მიხეილ სააკაშვილს და არც მასთან მყოფ დეპუტატებს გამშვებ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი არ გაუვლიათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ სასაზღვრო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „საზღვრის გარღვევა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე მოხდა. არც სააკაშვილს და არც დეპუტატებს სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლიათ. დაახლოებით შვიდასმა ადამიანმა გაარღვია გამშვები პუნქტი“, – განაცხადა წყარომ. მისი თქმით, კოლონა ტრასას მიყვება და სკანდირებს […]

თურქეთში, ანკარას ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში “თბილისის პარკი“ გაიხსნა

თურქეთში, ანკარას ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში “თბილისის პარკი“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ანკარა – საქართველოს საელჩოსა და ანკარას ჩანქაიას რაიონის მერიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის ფარგლებში  ჩანქაიას რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში “თბილისის პარკი“ გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ […]

ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახში  მარტოხელა ავადმყოფი მამაკაცი ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ოჯახში მაცხოვრებელი შუახნის მამაკაცი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, როგორც ექიმები აცხადებენ მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე […]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლაშა გოგიამ საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგებელმა ასევე წარმოადგინა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები. გამგებელმა, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას. “2016 წლის დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხოერციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 22 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. 9 […]

მესტიის მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან

მესტიიის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. „ახლახან დასრულდა მულახში შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. მოძრაობა აღდგენილია ყველა საავტომობილო გზაზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა. მისივე ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები წაიღო. ადიდებულმა მდინარე „მესტიაჭალამ“, დაბა მესტიაში დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები […]

ფოთში ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ქუჩები დატბორა

ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. ქალაქში წყლები დგას, რის გამოც გადაადგილების პრობლემა ექმნება ავტომობილებს და ქვეითად მოსიარულეებს. როგორც ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჯამბურია აცხადებს, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო, წყალს გადინება მაინც უჭირს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში ყოველი წვიმის დროს მსგავსი პრობლემები […]

პირველი თოვლი მესტიაში [ფოტო]

“ესეც პირველი თოვლი თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე”, –  წერს სოციალური ქსელი “facebook”-ის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ კედელზე და ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ჩანს თეთნულდის სათხილამურო ტრასა, რომელიც თოვლის მსუბუქი საფარით არის დაფარული. შეგახსენებთ, რომ  მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისთვის სტიქიას ებრძვიან. ღამით  მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიაში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. შექმნილია საგანგებო […]

ადიდებული ღელეები და დაზიანებული საავტომობილო გზა – სტიქია მესტიაში

მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა. უხვმა ნალექმა მულახში “ხერაში“-ს ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. გარდა ამისა, ტრანსპორტით გადადგილება ნაწილობრივ პარალიზებულია მულახისა და მუჟალის საავტომობილო გზაზე. ადიდებულმა ლენჯერში „კაერის“ ღელემ საგზაო ინსფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა […]

საქართველოში 4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა

6 სექტემბერს, თბილისის დროით, 21:43 საათზე საქრთველოში 4,0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყარო, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.  

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექი წვიმის სახით და ელჭექია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ცალკეულ ადგილებში იქნება სეტყვა და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ასევე, სინოპტიკოსები მეწყრულ-ღვარცოფული პროცესებსაც ვარაუდოებენ. წყარო: radioatinati.ge

ოთარ დანელია: “ფაროსანას” წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლოა ავიაციის ჩართვა გახდეს აუცილებელი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო. „ეს პრობლემა ცდება სოფლის მეურნეობის მასშტაბებს და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება იქნება აუცილებელი. […]

ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს,რომელსაც  samegrelorm.ge უცვლელად გთავაზობთ: “ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად […]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის  შესახებ samegrelorm.ge-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფორაციით,სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია  შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს: ახალკახათში, ურთაში, დიდინეძში, ორულუსა და ხეცერაში. პროექტის ღირებულება 30 799  ლარია.

სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა. გავცრელებული ინფორმაციით, დღეს  დილით მონადირეებმა კიდევ ორი მგელი მოკლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე დღის განვალობაში უკვე 20-მდე მგელი დახოცეს. ურთის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებასა და მგლების დასახოცად შესაბამის ლიცენზიას ითხოვენ. წყარო:regioninfo.ge

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი მწერს-გინდა ნამდვილი მამაკაცი შეიგრძნოო?“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი მწერს-გინდა ნამდვილი მამაკაცი შეიგრძნოო? და რა ვქნა ახლა, დავიკიდო ფეხებზე ჩემი ნაპოლეონის ამბიციები და “ნამდვილი მამაკაცის შეგრძნებების” დაპირებებს გავეკიდო, შევფიქრიანდი… ჩემი ინბოქსების მიხედვით იმდენნი ხართ, ვაჟკაცებო, რეალობაში ჩვეულებრივი ძუძუმწოვარა ჩვილის პოტენციალი გაქვთ, რატომ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, როცა არაფრის ტრაკი არ გაქვთ? მე მომწერო ეგ, იგივეა ამერიკაში მადონას უთხრა-კაცი არ გინახავს,მოდი დაგანახო, ეს 2 […]

ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 23 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ ეტაპზე, 23 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ 4 სახლი აშენდება.  ამის შესახებ samegrelorm.ge-ს ზუგდიდის მუნციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 სახლს ააშენებს, რომლისთვის დაახლოებით 500 000 მდე ლარი დაიხარჯა. […]

ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა დიტო ჩუბინიძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ქვარაიამ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ. სადავო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი მასალა –  2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია“ეს მოხდა ხობის […]

საღეჭი რეზინი, ჩიფსი – რა პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტებში

ხალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოსცა.ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება – საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) იკრძალება ასევე მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების და თერმულად […]

მამა პეტრეს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას რამდენიმე საათის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები აცხადებენ, ამ დროსითვის მისი ჯანმრთელობის მგდომარეობა სტაბილურია. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა მამა პეტრეს ოპერაციამდე და ოპერციის შემგდომ გადაღებული ფოტოები, რომლებსაც მისი მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს მამა პეტრე გულის შეტევის დიაგნოზით, წალენჯიხის საავადმყოფოში მოხდა.

მესტიის მუნიციპალიტეტი სტიქიის შემდეგ -ფოტორეპორტაჟი

გთავაზობთ უკომენტაროდ ფოტორეპორტაჟს მესტიის მუნიციპალიტეტიდან, სადაც გუშინ მოვარდნილმა ნიაღვარმა მოსახლეობას პრობლემემები შეუქმნა.  

ხობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა, ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს.ამის შესახებ “samegrelorm.ge-ს” ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა. დღესასწაულს, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის […]

წაღებული ხიდები, დაზიანებული ჰესი და სავალი გზები – სტიქია მესტიაში

მესტიაში მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რამდენიმე თემში, მათ შორის, ბეჩოში, მულახსა და ლენჯერში წაღებულია ხიდები და გაბიონები. გარდა ამისა, დაზიანებულია სავალი გზა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, წყალი ერთ ოჯახშიც შევარდა. „მშენებარე ჰესზე დაწყებული სამუშაოები წყალმა ძალიან დააზარალა, თუმცა […]

ზუგდიდის საავადმყოფოდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდა, დინამიკაში უკეთესია. “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ნიორაძის თქმით, ბავშვისთვის თავის ტვინის ოპერაცია არ გაუკეთებიათ. პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან სამი წლის ბავშვი 28 აგვისტოს გადმოვარდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად […]

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები სამი მსუბუქი ავტომანქანით ცდილობდნენ წიწვოვანი სახეობის ხე-ტყისგან მიღებული 2,85 მ3 ფიცრის გადაზიდვას. ავტომანქანები დაილუქა, მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. წყარო: radioatinati.ge

ფოთში, მეორე სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ნ .ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ “samegrelorm.ge-ს” ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის ვიცე -მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია გაეცნო. ფოთის ვიცე -მერის ლევან ჩოჩიას განცხადებით ,მეორე სკოლის სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი ,ჭერი,კარ-ფანჯრები. პროექტის მიხედვით […]

მესტიაში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ

მესტიასა და ჭუბერში 9 და 10 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამნისტროს ატარებს. ერთობლივი სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი (ეკგ აპარატით), ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, უროლოგი. გარდა ამისა, […]

სამეგრელოში “აზიური ფაროსანა” უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია

სამეგრელოში სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თხილის ბაღების და სიმინდის ყანების შემდეგ, აზიური ფაროსანა უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია. მავნებელთან გამკლავება მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს. მოსახლეობა შიშობს, რომ მწერების შემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც საშიშია. სამეგრელოს რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის განადგურებულია. თხილისა და სიმინდის გარეშე დარჩენილი მოსახელობა მავნებელი მწერის ასეთი სისწრაფით გამრავლებაში სურსათის უვნებლობის სამსახურს ადანაშაულებს, რადგან ნარგავების შეწამვლა დროულად […]

დედა, რომელიც შვილის სასაფლაოზე ცხოვრობს(+ვიდეო)

ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, 63 წლის დოდო ჯოხაძე, გარდაცვლილი შვილის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სასაფლაოზე შვიდი წელია ცხოვრობს. დათო 2009 წელს ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში, ლია- ჩხორიის გზაზე დაიღუპა. შვილმკვდარ დედას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთადერთი ვაჟი  სახლში დაეკრძალა, მაგრამ მოხდა პირიქით, თავად გადავიდა საცხოვრებლად შვილის სასაფლაოზე და იქ დასახლდა.შვილმკვდარი და განსაცდელში არ მიატოვა დამ როზა ჯოხაძემ და ახლა ორივე სასაფლაოზე ცხოვრობს. […]

ზუგდიდში 24 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა

ზუგდიდში 24 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. როგორც ადგილობრივები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფანჯრებს წმენდდა. ახალგაზრდა ქალი ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სამედიცინო დახმარება უტარდება. შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო : “ნიუპოსტი”

საავადმყოფოდან გადმოვარდნილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს (ვიდეო)

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ეზოში დაშავებულის ახლობლები იმყოფებოდნენ. „არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მეოთხე სართულიდან გადავარდა. მადლობა სამედიცინო პერსონალს და მადლობა უფალს, რომ ბავშვი ცოცხალია. ჯერჯერობით, ქუთაისში გადაჰყავთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დეიდამ მაია მიქავამ. კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერის მაკა […]

ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. „საქართველოს მოაქალქეს მ. წვიშბაიას აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნდა და მიზანმიმართულად დაარღვია საზღვარი საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით“, – ნათქვამია სასაზღვრო სამმართველოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მ. […]

ზესოფლობა” ადგილობრივებმა ტრადიციად აქციეს

2013 წლის 1 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში სახალხო დღესასწაულს ,,ზესოფლობას” ჩაეყარა საფუძველი. იდეა წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას დაიბადა და მისი ავტორი სქემარქიმანდრიტი, ზესოფლის მკვიდრი სისო (ბერიძე) გახლდათ. დღეს სოფელში, სერაფიმ საროველის ხსნების დღეს, ,,ზესოფლობა” სიმბოლურად მეხუთედ აღინიშნა. ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო წირვა სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის […]
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk