რეგიონი174 Videos

პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი გააუპატიურა – შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში

ჩხოროწყუში პოლიციელი დააკავეს,რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით(“გაუპატიურება”) მიმდინარეობს და ბრალდებულ მამაკაცს ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება. როგორ დაზარალებული ჰყვება, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუში მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ელის.

წალენჯიხაში პოლიციელმა გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

წალენჯიხაში, პოლიციის თანამშომელმა ბესიკ ფიფიამ გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია უწყების მანქანები.ინციდენტში მონაწილე პირი ბესიკ ფიფია უკვე დაკავებულია. საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს. როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფოტო:არქივი

ფოთში საკრებულო სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. დებატები  სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვამ გამოიწვია. ოპოზიციის განხცადებით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლბა არაფერს არ აკეთებს. ასევე,  ხმაური მოჰყვა,  მელიორაციის სამსახურის შექმნის საკითხს. ოპოზიციის მტკიცებით, ადამიანები რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა  მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს […]

ვანში შვილმა მამა ცემით მოკლა – ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში […]

დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება

ახალი შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. „ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე […]

ზუგდიდის სათადარაგო სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ჯანაშიას ქ. N5-ში არსებულ სტადიონზე არსებულ სამუშაოებს დაასრულებს და პარალელურად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას განახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ […]

“უცებ ცუდად გახდა… წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა” – ზუგდიდიში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდიში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ბაზრის კართან იდგა, უცებ ცუდად გახდა. წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა. შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ, თუმცა ვერ მოხერხდა გადარჩება. თურმე გული აწუხებდა,”- აცხადებენ თვითმხილველები. გარდაცლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ამ წუთებში გადაასვენეს.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი ახალი ქსელით იცვლება. უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა , ეკატერინე გალდავამ ადგილზე დაათვალიერა. ქ. აბაშისა და მიმდებარე სოფლების არსებული მაგისტრალური მილსადენი ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. სიძველის გამო ხშირია დაზიანებები. სამუშაოები ასევე […]

ომში დაღუპული ახალგაზრდა გმირის დედა, 81 წლის ქალბატონი აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან მოწყალებას ითხოვს

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, 81 წლის გულნარა ალასანია, მოწყალებას ითხოვს. როგორც ის „აიპრესთან“ ჰყვება 8 აგვისტოს რუსებმა შვილი მოუკლეს. პაიჭაძის ქუჩაზე, ოროთახიან ბინაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, საწოლიც კი არა აქვთ და იატაკზე დაგებულ ლეიბებზე წვანან. მისივე თქმით, სიმსივნით არის დაავადებული, ღამით აუტანელი თავის ტკივილი აწუხებს. აქვს მხედველობის […]

წალენჯიხაში 27 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში 27 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში, ხეზე ჩამომხრჩვალი  იპოვეს. ინფორმაცია  samegrelorm.ge-ს სოფლის რწუნებულმა   დაუდასტურა. ვახტან მოლაშხიას თქმით,  სუიციდის ფაქტი გუშინ მოხდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამდრომდე უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.          

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ. ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, სოფლის გაზიფიცირება, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის და ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელში, ასევე დაგეგმილი შიდა […]

სენაკში, სოფელ გოლასკურში 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა. 7,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 2 364 841 […]

აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები შენდება

მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება. ამბულატორიების მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში […]

“საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღოო” – რა მოხდა 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში და რატომ ადანაშაულებს მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსანს ზეწოლაში

 აფხაზეთიდან დევნილი, არსენა მატარაძე, ხობის პოლიციის უფროსსზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ის აცხადებს, პოლიციის უფროსი მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდა, რაც არ ჩაუდენია. არსენა მატარაძე სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამბობს, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდის და სიმართლის დასადგენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ,,ჩემთან მოვიდა დაახლოებით 5 პოლიციელი, მითხრეს , რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტრებინათ, აზრზე არ […]

მესტიაში “ნატოს დღეები 2019” გაიმართა

მესტიაში, “ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა. “ნატოს“ სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული “ნატოს“ დღეები მიმდინარეობს. “ნატოს“ დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, […]

სეს: აბაშაში ფერმერებს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი აქვთ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიმინდის დიდი მასივები და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მოსავლის აღების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. როგორც […]

ურეკში OGP-ში ჩართული მუნიციპალიტეტების შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითად მიზანს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის განხილვა და ამ ვალდებულებების შესრულებისას მუნიციპალიტეტებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების განხილვები […]

სახანძროს ავტომანქანა, რომელიც გამოძახებაზე მიდიოდა, ამოტრიალდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანძასთან სახანძრო მანქანა ,რომელიც  გამოძახებაზე   მიდიოდა, ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა,  სავარაუდოდ,  საჭე ვერ დაიმოჩლა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მარტვილში მამათა მონასტერი იწვის – ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს

მარტვილში   მამათა მონასტერი იწვის. ადგილზე ამდროისთვის  სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომვწვევი მიზეზი, უცნობია.    

ფოთში მოსახლეობის დიდ ნაწილს მეორე დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება

აღნიშნულის მიზეზად მშვიდობის ქუჩაზე 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენის დაზიანება სახელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს რეგიონული ფილიალის საავარიო ჯგუფი ახორციელებს.  კომპანიის მენეჯერის, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, ცუდმა ამინდმა სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია და ხელსიშემშლელი კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯგუფი ინტენსიურად ახორციელებს რეაბილიტაციის პროცესს. მისივე თქმით, წყლის მიწოდება დღის ბოლოს განახლდება. “სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინებისა და […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის კომოდორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელს კომოდორ ბაუდევაინ ბუთს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა სტუმრებს რეგიონისა და საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმაა ჩვენი ქვეყნის მისწრაფების ევროატლანტიკურ […]

ზუგდიდში რესტორანი გაქურდეს – წაღებულია 32 000 ლარი

ზუგდიდში რესტორანი „სამეფო“  გაქურდეს. არსებული ინფორმაციით,  ნიღბიანი პირები რესტორანში ფანჯრიდან  გუშინ, გვიან ღამით შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რესტორნირიდან წაღებულია 32 000ლარი. შსს–მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო ,რაც ქურდობას გულისხმობს.  

სენაკში სათამაშო პისტოლეტით სუპერმარკეტი დააყაჩაღეს და შოკოლადი “გაიყოლეს”

სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  სუპერმარკეტი ,,მაგნიტი” დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, ორმა ნიღბიანმა სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით თანამშრომლებს ფული მოსთხოვა, მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, გასვლისას ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო […]

ფოთის მერიის საფინანსო სამსახური: საგამოძიებო სამსახურმა მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაცია ამოიღო

ფოთის მერიაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ.  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას განცხადებით, აღნიშნული უწყება, 2015-2017 წლებში მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა. “გუშინ შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ როგორც კანონი ითხოვს, შევასრულეთ ეს დავალება და წარვუდგინეთ მათ […]

ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

როგორც  samegrelorm.ge –ს საგამოძიებო სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, გარკვეულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაებთან დაკავშირებით, დოკუმენტების ამოღება შესწავლა მიმდინარეობს:  „ფოთის მერიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესულები არიან ჩვენი თანამშრომლები და მიმდინარეობს დოკუმენტების ამოღება და შესწავლა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“. შეგახსენებთ, რომ სახელწიფო აუდიტმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოთის მერიაში მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა. საუბარია 2015-2017 წლებში უხაროსხოდ შესრულებულ […]

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. როგორც საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; […]

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა

ისინი კუთვნილი ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვენ. 20-მდე მუშამ, რომლებიც ბლოკის დაწყობასა და კედლის ლესვაზე მუშაობდა აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად დღეს დილით გზაც გადაკეტეს. „დროულად არ გვიხდიან ხელფასს. ორი თვეა უკვე კუთვნილი თანხის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელი გვეუბნება ქვეკონტრაქტორმა უნდა დაგირიცხოთო, მაგრამ ის გაქცეულიაო და 25 მარტს მოვიყვანთ და გაირკვევა გადაგიხდიან თუ არაო. არსად არ ვაპირებთ წასვლას […]

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტის მომზადებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის, ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა. პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები რომლის […]

მესტიამდე მისასვლელი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მესტიამდე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე […]

აბაშის მერი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ზურაბ კაჭარავას სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერმა დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა. „ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ახლა მათ გვერდით დგომა სჭირდებათ, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაითვლება ზარალი, ოჯახს მაქსიმალურად დავეხმარებით, იქნება ეს დროებითი საცხოვრებელი, სამშენებლო […]

ფოთში ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საავტომობილო გზის გადაეკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით ხელისუფლება, მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომელიც მათივე მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ. “მაღაზიებს რომლებსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან […]

ფოთში, აგრალურ ბაზართან გარემოვაჭრეების დახლების ალაგების მოთხოვნას აპროტესტებენ

ფოთში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ბაზარის ტერიტორიაზე მთავარი გზის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით დახლები, რომლზეც პროდუქციის რეალიზაციას ახდნენენ ხელს არავის უშლის. აღნიშნლთან დაკავშირებით, ხელისუფებში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. მოვაჭრეები ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებით იმუქრებიან. მათ ამ წუთებში მერიასთან გადმოინაცვლეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორვის საწინააღმდეგო რეაბილიტირებული დამბა და გადასასვლელები დაათვალიერა. ასევე, მერი გაეცნო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. აბაშის ნაპირის გამაგრებით სამუშაოებს. ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 520 434 ლარით დაფინანსდა. გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და […]

ლევან მაკალათიამ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.  ამ ეტაპზე პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პოლიმერული ბეტონის დასხმა (სისქით 10 სმ), მიწის შეტანა. განსაზღვრულ ადგილებში იგება გაზონი, მონტაჟდება დეკორატიული დასასვენებელი სკამები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო “ლაზი“ დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხაში ჩაის საწარმო “ლაზი“ დაათვალიერა. საწარმო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს და ჯამში 200 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას ამუშავებს.  წალენჯიხაში წარმოებული ჩაი ექსპორტზე აზიის ქვეყნებში, უმეტესად კი ჩინეთში გადის. ასევე კომპანია სხვადასხვა მსხვილი მწარმოებლების შეკვეთებზე მუშაობს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა კარგი შესაძლებობაა ამ სექტორით დაინტერესებული მეწარმეებისთვის. […]

ქალაქ სენაკში ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ჟიულის შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. […]

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, დაჭრილია ინკასატორი

ამის შესახებ ინფორმაცია  samegrelorm.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით,   თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ინკასაციის მანქანას სწორედ მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც მას ფული გადაჰქონდა. დაჭრილია ერთ-ერთი ინკასატორი, ქვედა კიდურის არეში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმოს.  

ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესცენტრი ავრცელებს. რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. შესყიდვის ობიექტის სავარუდო ღირებულება 904 824 ლარია. „ქალაქს დიდი ხანია […]

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს თხილისა და მრავალწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების აგროტექნოლოგიის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერეს, საჭირო ლიტერატურა გადასცეს და აგრარული […]

“ნენსკრა ჰიდრომ” მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს “ნენსკრა ჰიდრომ” მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. მის ფარგლებში კომპანია ჭუბერისა და ნაკრას ყველა საოჯახო მეურნეობას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით უზრუნველყოფას […]

შსს–მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

ინფორმაციას შსს ავრცელებს. “საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს – ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული […]

“ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს “ნენსკრა ჰიდრომ” 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელება დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნენსკრა ჰიდრო ავრცელებს. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეიქმნა, მათი განხორციელება კი უკვე ა.წ. თებერვლიდან დაიწყება. მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი ნენსკრასა და […]

რუსმა სამხედროებმა სოფელ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია,  რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე  გაიტაცეს.  არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას   გატაცებულების ახლობლები ადასტურებენ. მათი  განცხადებით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრები გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.  უწყების ინფორაციით, ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ხვალ, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ინფორმაციას “ენერგო–პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 13 თებერვალს შეეზღუდება: ზუგდიდი. 11:00დან 15:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, რუსთაველის, ჯანაშიას, მექაღალდის, სხულუხიას, სერგიას, მესხის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ინგირი, შამგონა, ოირემე, ახ.აბასთუმნის ნაწილს. 10:00დან 18:30საათამდე სოფლებს ნარაზენი, კოლხიდა, რიყე […]

ზუგდიდში, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მერიის წინ ამ წუთებში,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  ადგილზე შეკრებილები ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას გირაოს სახით გათავისუფლებას მოითხოვენ.  აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ძირითადად ქობალიას მეგობრები და ახლობლები, ასევე რიგითი ზუგდიდელები. მათი განცხადებით, თენგიზ ქობალია უკანონო წესების გამოყენებით, საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ხელბორკილები საჯაროდ დაადეს, რაც ნორმებს არ შეესაბამება. “ჩვენ […]

ხანძარი წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს  ოჯახის ერთი წევრის, 90 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევა  8 თებერვალს,  გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,  უცნობია. შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად  გრძელდება .  დღეს  მიდინარე სამუშაოებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  გაეცნო. დატბორვის საწინააღმდეგო დამბის, გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს, სადაც გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს. სამუშაოები  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ინფორმაციას “ენერგო– პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 9 თებერვალს შეეზღუდება: ზუგდიდი. 08:00დან 10:00საათამდე ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, წერეთლის, ბორჯომის, პუშკინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს , სოფლებს ოდიშს, რუხს, რიყეს, ნაწულუკუს. 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: ზუგდიდი. 11:30დან 15:30საათამდე სოფლებს ჭითაწყარი, კოლხიდა, ცაიში და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს. 11:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო– პრო ჯორჯია” ავრცელებს. “გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ზუგდიდი. 14:00დან 16:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, ტოლსტოის, დემნა შენგელიას, 9 მაისის, მესხის და მიმდებარე ქუჩებს , სოფელ ინგირს. სენაკი.07:00დან 08:00საათამდე აბონენტებს ქ.სენაკში ჭავჭავაძის, რუსთაველის, მშვიდობის, ღვინჯილიას, სტალინის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნოსირი, ძველი სენაკი, ნოქალაქევი. მარტვილი. […]

“ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. მათ წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით განხორციელდება და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელად პაატა ლაგვილავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა დაინიშნა.  მისი  დანიშნვის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია samegrelorm.ge_ს   პაატა ლაგვილავამ  დაუდასტურა. “გიდასტურებთ ინფორმაციას. დღეიდან უკვე შევუდექი ოფიციალურად უფლება-მოვალეობების შესრულებას”,-განაცხადა ლაგვილავამ.

17 დაშავებული – თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა

სენაკში,სოფელ  ნოსირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 4 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.  არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავრაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა  კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი  ნაწილით დაიწყო.

პრემიერი: სვანეთი შეინარჩუნებს უნიკალურ არქიტექტურას, მაგრამ პარალელურად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა. როგორც მამუკა ბახტაძემ […]

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება

ამის შესახებ „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ამირან მაჯავიძემ Business Time-ს  განუცხადა.  ნატახტარში მოქმედი კომპანია „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დირექტორის თქმით, სამწუხაროდ 2019 წელს ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება ვერ მოესწრება. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილსის-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა […]

ფოთში საკრებულოს წევრი პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება

“მაიძულებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო”_ ეს განცხადება დღეს საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ გააკეთა. მისი თქმით წლებია ითხოვს ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას, თუმცა უშედეგოდ. “სტაციონარული მკურნალობის პროგრამას მოაკლეს 15 ათასი ლარი და სხვა მუხლში გადაიტანეს, ასევე ახალშობილი ოჯახების დახმარების პროგრამიდან 3 ათასი ლარი ამოიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შობადობა […]

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით  დღეს დილით, 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შემოიყვანა, მას ჰქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე. ზუგდიდში “ღორის გრიპით” გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც წმინდა წყლის დასახლებაში  მცხოვრებლები ამბობენ, აფეთქება ძლიერი არ ყოფილა. დაშავებული  მამაკაცი  კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.  

“მარიამი ფეხმძიმედ იყო, ბავშვი სამ თვეში უნდა მოვლენოდა ქვეყანას” – საზარელი ავარია, რომელსაც ცოლ-ქმარი შეეწირა

მორიგ ავტოკატასტროფას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან ცოლ-ქმარი, 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და მისი მეუღლე 1991 წელს დაბადებული მარიამ პონამარენკო და მათი ჯერარდაბადებული ბავშვი შეეწირნენ. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხობის წესების დარღვევას გულისხმობს. დაღუპულებს ორი ობოლი დარჩათ, რომელთაგან უფროსი მხოლოდ 4 წლის არის. სოფელ ძევერას მკვიდრი ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება.   […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა

 ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს. მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის სახელმწიფო რწმუნებუმლა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოავარია ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.  თვითმხილველების თქმით, ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხება  დაშავებულებს, ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რაც შეეეხება […]

“კარგად მახსენდება მათთან გატარებული ყოველი წუთი…” – რას ყვებიან ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილ ბიჭებზე

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან ორი – ნიკა და გი­ორ­გი კლა­სე­ლე­ბი და 2017 წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა “პროგ­რე­სი”. ბი­ჭე­ბი მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ქუ­თა­ის­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე კი ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. […]

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა „საზღვარზე“ კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

საქართველოში გამოვლენილი H1N1 ვირუსის გამო აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო მთავარმა სანიტარმა ლუდმილა სკორიკიმ თქვა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. დეფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა. საქართველოში H1N1 ვირუსით ამ დროისთვის, გარდაცვალების 13 ფაქტია დადასტურებული. imedinews.ge

ფოთში მწვავე რესპირატორული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა,  თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტს  ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი თქმით,  კლინიკაში ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის და  მათი მდგომარეობა  სტაბილურია. „3 იანვარს კლინიკაში შემოვიდა 40 წლის ქალბატონი, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით, […]

ზუგდიდში კონცერტ ”პრეზიდენტის ნაძვის ხისთვის” ემზადებიან

ზუგდიდში კონცერტ ”პრეზიდენტის ნაძვის ხისთვის” ემზადებიან, რომელიც დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.  კონცერტი სკეიტპარკში გაიმართება და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები – 13:00 საათზე […]

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღეს.  შსს-ში ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ . როგორც უწყებაში განმარტავევნ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს .

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის […]

როგორ გამოიუყურება ზუგდიდი საახალწლოდ(ფოტორეპოტაჟი)

ზუგდიდში საახალწლოდ ქუჩები უკვე განათდა, ასევე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. გთავაზობთ ფოტოებს საახალწლოდ მორთული ზუგდიდიდან.
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk