პოლიტიკა197 Videos

პრემიერი: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. პრემიერის განცხდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორმა ლევან შონიამ თანამდებობები დატოვა. შეგახსნებეთ, ლევან შონია გუბერნატორის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

“ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს”

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინარსის პოსტს ავრცელებს: “თუ საქართველოში მიმდინარე პროცესები რაიმე ლოგიკას ექვემდებარება, გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლიდან, რომლის უმთავრესი მიზეზი საკუთარი თავის და ქონების გადარჩენაა, “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ვნახოთ დამიბერდა თუ არა ინტუიცია”,-წერს სარიშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნებიდან” გარიცხეს

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდანა” გარიცხეს. პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს. newposts.ge

გიორგი გაჩეჩილაძე – საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, – ამის შესახებ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა. გიორგი გაჩეჩილაძემ დაადასტურა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მედიის მეშვეობით ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. „მსჯელობა იყო რეორგანიზაციაზე, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, გაერთიანდება რამდენიმე სამინისტრო ერთმანეთში. გარემოს დაცვაში შემოვა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, […]

მარგველაშვილი: რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს, – ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ […]

პრეზიდენტი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს. პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 63 პარლამენტარმა მისცა. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. კომუნიკაციების ეროვნული […]

გიორგი მარგველაშვილი: “ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა. “ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ […]

გიორგი კვირიკაშვილი – გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალ 2018 წელს ულოცავს. ”გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი […]

„საახალწლო საჩუქარი“: ნათელაშვილი პრეზიდენტობას აპირებს

საქართველოს მთავარმა ლეობორისტმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ და პირობა დადო, რომ ახალგაზრდებს წარმატებას მოუტანს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ეს მამანდე ხდებოდა, ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ, მაგრამ არა ხუთი, არამედ ექვსი წლის ვადით. შემდგომში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო […]

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობს – ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან

ვითარება დაიძაბა ცოტა ხნის წინ კიევის ცენტრში. რადას შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით,  დაახლოებით ერთი საათის  წინ  ადგილზე  სპეცრაზმი გამოჩნდა.  მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები დემონსტრაციის დაშლას  ცდილობენ. სამართალდამცავებმა  ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც. რადას შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში აქციის […]

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მომხრეებმა გაათავისუფლეს – ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან

ევროპის მოედანზე დაკავებული მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის გაათავისუფლეს. როგორც უკრაინული მედია წერს,  ბორკილებდადებული სააკაშვილი  მოხმრეებმა იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის დაახლოებით,  სამი საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს  მიმართავს.  

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი დააკავეს

როგორც უკრაიუნული მედია წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური  დღეს დილიდან ატარებს.  

გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელლის კანჯიოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებასა და ე.წ. ბორდეროზაციის პროცესს. გალში, მსგავში შეხბვედრა ბოლოს 25 ოქტომბერს გაიმართა. გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ […]

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 680 ათას ლარს შეადგენს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24 ნოემბრის სხდომამ ქალაქ ფოთის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა. საკრებულომ ბიუჯეტი რიგი შენიშვნებით კვლავ მერიას დაუბრუნა. მათი რეკომენდაციები მარტოხელა დედებისა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაორმაგებასა და სხვა საკითხებს შეეხო. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად […]

ზუგდიდის მერი საკუთარ გუნდს 20 ნოემბერს წარადგენს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი ლაშა გოგია მოადგილეებს და სხვა სამსახურების ხელმძღვანელ პირებს ორშაბათს, 20 ნოემბერს, 12 საათზე წარადგენს. “კადრების დაკომპლეტება მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდება. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვჭირდება ძალიან ბევრი და დაუღალავი მუშაობა, ამიტომაც ვაყალიბებთ ძლიერ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება […]

ზუგდიდის საკრებულო მუშაობას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მუშაობას შეუდგა. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შემდგომ მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გამგებლის ყოფილი მოადგილე მამუკა წოწერია დაასახელა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ. წოწერიას ენმ-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სამუშაო გეგმის გაცნობა სთხოვა. თავის მხრივ, თავმჯდომარეობის ერთადერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან და […]

ვინ შეეწირა თანამდებობებს – ფოთის ახალმა მერმა საკადრო ცვლილებები დაიწყო

ფოთის ახლად არჩეულმა მერმა, გოჩა კურდღელიამ პირველი სამუშაო დღე საკადადრო ცვლილებებით დაიწყო. დაკავებული პოსტებიდან მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია და ვიცე მერი ლევან ჩოჩია გათავისუფლდნენ. გოჩა კურდღელიამ მათი შემცვლელები- ირაკლი თოფურია და მამუკა პაპასკირი, თანამშრომლებს დღეს თავად წარუდგინა. მერის განცხადებით, სხვა საკადრო ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ გოჩა კუდრდღელიამ პირველივე სამუშაო დღეს ქალაქის უპოვართა […]

მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა გახდა – “ქართული ოცნების” კანდიდატს მხარი 93%-მა დაუჭირა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის  შედეგები უკვე ცნობილია. მარტვილის  მერი ალექსანდრე გრიგალავა  გახდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”კანდიდატს მხარი 11 480 ამომრჩეველმა დაუჭირა,რაც  93.04%-ს შეადგენს. შეგახსნებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, მამუკა დანელიამ მეორე ტურში კანდიდატურა მოიხსნა, თუმცა მან ხმების გარკვული რაოდენობა მიანც მიიღო.    

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დღეს რეგიონის მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ მერებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დღეს  რეგიონის მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ მერებს შეხვდა.  ლევან შონიამ მათ  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა: ,,გილოცავთ გამარჯვებას, თქვენ ხალხმა დიდი ნდობა გამოგიცხადათ, ახლა ამ ნდობას მაქსიმალური გამართლება სჭირდება და ყველა იმ გეგმის და დაპირების შესრულება რაც წინასაარჩევნოდ გაეცით, რისთვისაც მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტები” – განაცხადა […]

სამეგრელო-ზემო სვანეთში 22 400-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, 22 400-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. აქედან, ყველაზე მეტი 6 190-ზე მეტი ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში, რომელშიც საკუთარი არჩევანი 45 669 მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ნაკლები – 500-მდე მესტიის 47-ე ოლქში, სადაც 5 432 ამომრჩეველი მივიდა. რეგიონში საკუთარი პოზიცია სულ 163 185 ადამიანმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, […]

ფოთის საოლქო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი ამჯერადაც არ დააკმაყოფილა

  ფოთის #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ #31-ე უბანზე კენჭისყრის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრის არსი გახლდათ, სამივე სახის წარდგენილ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტინების სხვაობა, კერძოდ, ხელმომწერების რაოდენობა არ ემთხვეოდა მიღებული ხმების რაოდენობას. „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური წარმომადგენლის თეა შონიას განცხადებით უბანზე ხელმომწერების რაოდენობა არ ემთხვეოდა მიღებული ხმების რაოდენობას, რაც მისი თქმით […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი მერები

გოჩა კურდღელია – ფოთის მერი დაიბადა 1965 წლის 24 ივლისს ქალაქ ფოთში; 1972 წელს შევიდა ქალაქ ფოთის N1 საშუალო სკოლაში. 1980-1983 წლებში სწავლობდა ქალაქ სენაკის N139 პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა; 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით; 1990-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკის N66 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჯერ ოსტატად, შემდეგ ბუღალტრული […]

ფოთის საკრებულოში 7 პარტია შედის

ფოთის #70 საოლქოს წინასწარი მონაცემებით ფოთის საკრებულოში 7 პარტია შედის. 25 მანდატიდან 18 მანდატი ერგო ქართულ ოცნებას (51.54%), 2 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას (15.28%), 1 მანდატი ევროპულ საქართველოს (11.51%), 1 მანდატი შენების მოძრაობას (6.48%), 1 მანდატი პატრიოტთა ალიანსს (5.50%), 1 მანდატი დემოკრატიულ მოძრაობას (4.41%) და 1 მანდატი ლეიბორისტულ პარტიას (4.39%). ფოთის საკრებულოს წევრები გახდნენ: ქართული ოცნებიდან […]

მარტვილის საარჩევნო კომისია ხმებს ხელახლა არ დაითვლის

მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართული ოცნების საჩივარი, თვითმმართველი თემის მერის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ხმების დათვლისას კომისიამ მათი მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გრიგალავას სასარგებლოდ მიცემული ხმები ბათილად მიიჩნია. მოთხოვნას ასევე საჩივრით უპასუხა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. იმ შემთხვევაში თუ ბათილი ბიულეტენები დაემატებოდა ქართული ოცნების“ კანდიდატის ხმებს, ყველა უბნის შედეგის გადახედვას […]

ზუგდიდის ახალი საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, 4 %-იანი ბარიერი ზუგდიდში სამმა პარტიამ გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57% მოიპოვა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24, 68%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 11,06% მიიღო. საკრებულოს 50 მანდატიან შემადგენლობაში 35 ადგილს მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, მათგან ერთი ანაკლიის მაჟორიტარი ენმ-ის წარმომადგენელი იქნება, დანარჩენი კი – მმართველი პარტიის. რაც შეეხება დარჩენილ 15 მანდატს, პროპორციული […]

ენმ მარტვილსა და ქუთაისში მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს გადაწყვეტილებით  პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, მარტვილსა და ქუთაისში ენმ-ის მერობის კანდიდატები მამუკა დანელია და გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, აღნიშნულ ქალაქებში მეორე ტური მაინც გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, ბიულეტენებზე მაინც იქნება აღნიშნული. ენმ მეორე ტურის […]

გიორგი მარგველაშვილი: “საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი”

საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, […]

ხობის მერი გოჩა ქაჯაია გახდა – „ქართული ოცნების”კანდიდატს მხარი 63,2%-მა დაუჭირა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგები უკვე ცნობილია. ხობის მერი გოჩა ქაჯაია გახდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”კანდიდატს მხარი 8 969 ამომრჩეველმა დაუჭირა,რაც 63,2%-ს შეადგენს. როგორც N66-ე ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯობავამ განაცხადა, სულ ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგისტრირებული იყო 27 931 ამომრჩეველი, ამათგან არჩევნებში მონაწილეობა 15 303-მა მიიღო.    

ფოთის მერი გოჩა კურდღელია გახდა

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქალაქ ფოთის მერის არჩევნები მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა,  გოჩა კურდღელიამ მოიგო. ფოთის ყველა 32 საარჩევნო უბნაზე ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, მან 54,92% მოიპოვა. კურდეღიალიას  მხარი 9 475 ამომრჩეველმა დაუჭირა.  

მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მარტვილის მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და მეორე ტური გაიმართება. როგორც მარტვილის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ განაცხადა, მარტვილის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ბართაიას განცხადებით, “ქართული ოცნება” ლიდერობს. “ქართული ოცნების ” კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 48.07% დააგროვა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.75%, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიორგი რუხაიამ 15.48% […]

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის სულ 5 საჩივარია შესული

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სულ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“კორესპონდენტს N70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ განუცხადა. საჩივრების დიდი ნაწილი კენჭისყრის მსვლელობისას პროცედურულ დარღვევებს ეხება. მისი განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს ფოთის საარჩევნო ოლქში შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 […]

მერობის კანდიდატი 100 დაკარგულ და შემდეგ დაბრუნებულ ბიულეტინზე საუბრობს(ვიდეო)

საარჩევნო ბლოკი ,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ დაანონსებულ ბრიფინგზე 100 ბიულეტინის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, სადაც საოლქო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერაა. ხარჩილავას განმარტებით ბიულეტინები მათ მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ იქნა დაბრუნებული. ხარჩილავა ასევე მისი პარტიის წევრებიზე ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს. #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განმარტებით, ,,ეს […]

ფოთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

ფოთში № 34-ე საარჩევნო უბნიდან კომისის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თეა ქაჯაია გააძევა, იუწყება „Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაირა ომნაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა. ,,დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფანარი არ იყო მწყობრში და ამის შესახებ განვაცხადე. ფანარს ელემენტები შეუცვალეს, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე […]

ვის ხედავს ლელა კაკულია თბილისის მერად? – წინასწარმეტყველის პროგნოზები

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია პორტალ “დაიჯესტთან” ექსკლუზიურად საუბრობს. ცნობილი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საარჩევნოდ არეულობას და დაპირისპირებას გამორიცხავს, ამბობს, რომ მეორე ტური არ იქნება და პირველივე ეტაპზე დედაქალაქის მერად კახი კალაძე უპირობოდ გავა. “ვხედავ თბილისს ეყოლება, ახალგაზრდა, ძალიან ძლიერი, განათლებული მერი, რომელიც ახალგაზრდული ენერგიით შეუდგება საქმეს. არ იქნება მეორე ტური, […]

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კორცხელის ერთ-ერთ ქუჩაზე ბეტონი დაასხეს

სოფელ კორცხელში  არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი ქუჩის თავში, სადაც დაახლოებით 150-მდე ოჯახი ცხოვრობს  800 მეტრის სიგრძის ბეტონის გზა დააგეს. ინფორმაცია და ფოტოები “ოდიშინიუსს” ადგილობრივებმა მიაწოდეს. გიორგი  ჭიჭინავას თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ  “ნაციონალური მოძრაობასს კანდიდატი არ ყავს,  მაინც  აგებენ  კორცხელში არჩევნებს და სწორედ იმიტომ,  რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ წუთებში ბეტონის საფარი […]

ენმ: “ქართული ოცნება” ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანი წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კომბინატის საარჩევნო შტაბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებზე ზეწოლა დაიგეგმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და მისი თანამშრობლები გააქტიურებას დღეს საღამოდან აპირებენ. „მათ დღეს დაგეგმეს, როგორ მოახდინონ ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ხვალ ისინი არ მოვიდნენ და ხმა არ მისცენ […]

პრეზიდენტმა ახალი კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ხელს აწერს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს. ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები, ასევე ვენეციის […]

სამეგრელოში 343 553 ამომრჩეველია

მესტიის 47 ოლქში, 40 საარჩევნო უბანია სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 8 496 შეადგენს, აბაშის 63 ოლქში 25 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 21 078. სენაკის 62 ოლქში 43 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 40 267. მარტვილის 65 ოლქს 39 უბანი აქვს, ამომრჩევლთა რაოდენობა კი 32 656 შეადგენს. რაც შეეხება ხობს, ხობში 66 ოლქია 32 უბანი, 27 931 ამომრჩეველი […]

პარტიების 17 შემომწირველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, – ამის შესახებ განცხადება გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა. მექვაბიშვილის თქმით, 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული. ”შემოსავლებით პირველ ადგილზე არის ”ქართული ოცნება”, მეორეზე ”ევროპული საქართველო” და მესამე ”პატრიოტთა ალიანსი”. ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი […]

ერგეტაში მომხდარ ინციდენტზე ურთიერთბრალდებები გრძელდება

პარტია ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას განცხადებით, სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ზუგდიდის მერობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან ლაშა გოგიასა და ოცნების შტაბის უფროსს დავით კოდუას ეკისრებათ. “ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის უფროსმა დავით კოდუამ ჩვენ სამ ადამიანს ზონდერები გვიწოდა მაშინ, როდესაც ქართული ოცნების შტაბში მივედით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო თუ ვინ ჩაიდინა ეს სისაძაგლე. მე მინდოდა ჩემს პირად კამერაზე […]

ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს  აგრძელებს. ამჯერად ლაშა გოგია ხეცერასა და აბასთუმანის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიტა კოდუა წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. „აბასთუმანში ყველაზე დიდ პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ვაგვარებთ ამ უმნიშვნელოვანეს […]

„ენმ”-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის 4-მა პოლიტიკოსმა კანდიდატურა მოხსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს. გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და გიორგი თოფურიამ, საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართეს. ცესკოში განმარტავენ, რომ პროცედურულად გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ადასტურებენ. „მართალია, არჩევნებიდან მოხსნის შესახებ მათი განცხადება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ვადასტურებთ,” – აცხადებენ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების სახელები და […]

ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურა სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნა

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოდან“ ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურა დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ პარტიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი უალტერნატივოა და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს სიჭინავას მხარდაწერისკენ მოუწოდებენ. „ზვიად სიჭინავა ზუგდიდისთვის შანსია… ჩვენი პარტია მას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის დღიდან მხარს უჭერს“, – აცხადებენ პარტიაში. ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით ცესკოს ორშაბათს მიმართა. […]

მაია ჩხარტიშვილი საარჩევნო კამპანის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება

„პატრიოტთა ალიანსის” ფოთის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვდერებს აგრძელებს. დღეს მაიას ჩხარტიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  ნაბადის უბანში, დავითაიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა მოსახელობას  მისი საარჩევნო პროგრამის ის პუნქტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აპირებს. ადგილობრივების  განსაკუთრებული ინტერესი  ქალაქის განვითარების სტრატეგიულმა გეგმამ გამოიწვია, რომელზეც მუშაობის დაწყებას მაია ჩხარტიშვილი, პროფესიონალების გუნდთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გეგმავს.   […]

გოჩა კურდღელია: „ფოთი ბევრად წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება”

„ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს”ფოთის მერობის კანდიდატმა,  გოჩა კურდღელიამ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა ამჯერად, ცენტრის უბნის ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან-დავით კვიციანთან ერთად გააცნო. „ჩვენ თქვენთან მოვდივართ კონკრეტული გეგმებით და არა დაპირებებით. დამტკიცებული გვავქვს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც პუნქტობრივად გაწერილია ის პროექტები, რომელსაც განვახორციელებთ. ფოთი ბევრად წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება ვიდრე დღეს არის. ჩვენ დავასრულებთ ფოთისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ქალაქს […]

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის შტაბი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო  შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც samegrelorm.ge უცვლელად  გთავაზობთ: „გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ თითქოსდა ლაშა გოგია არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი. განვმარტავთ, რომ ეს არის სიცრუე და ლაშა გოგია, არასდროს ყოფილა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ის 2005-07 წელბში იყო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა პარტიის წევრი არ ყოფილა. […]

„შენების მოძრაობამ“ ფოთში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, კახა შარტავამ დღეს ფოთში პროპორციული სიის შემადგენლობა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩვენებში პარტიის სახელით, უბნის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: იაგორ თავართქილაძე, ლევან მაშავა, ალექსანდრე თოფურია, ვასილ დანელია, მერაბ სიმონია, ცეზარ წულაია კახაბერ ბუსკაძე. პროპორციულია სია კი შემდეგნაირია: იაგორ თავართქილაძე, პაატა ჩაგანავა, მერაბ სიმონია, დავით ჯიქია, ალექსანდრე თოფურია, დაზმირ გვათუა.  

ლაშა გოგია: ,,მე არასდროს დაგპირდებით იმას, რასაც ვერ გავაკეთებ”

,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  დღეს  კოლხეთის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ლაგვილავასთან ერთად  ამომრჩეველს შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარუდგინა. ,,მე არასდროს დაგპირდებით იმას რასაც ვერ გავაკეთებ, მე არ მოვდივარ სურვილებით მე თქვენთან მოვდივარ კონკრეტული სამოქმედო გეგმით, სადაც გათვალისწინებულია […]

“პატრიოტთა ალიანსის” ინფორმაციით, ფოთში ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება

“პატრიოტთა ალიანსის” ინფორმაციით,  ფოთში ხელისუფლება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის შტაბის ხელმძღვანელმა, მამუკა გობეჩიამ განაცხადა,  ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში  შეყვანილია ისეთი ქუჩები, რომლებიც ქალაქში საერთოდ არ არსებობს. ,,პეტრიაშვილის ქუჩა , რომელიც არის მოცემული , ფოთში არ არსებობდა და არც არსებობს.შეყვანილია ქუჩები, რომლებიც […]

“ეს არის უალტერნატივო გუნდი” – “ქართულმა ოცნებამ” ოთხწლიანი გეგმა წარადგინა (ვიდეო)

“ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად – ამის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ სიის წარდგენისას განაცხადა. მან დადიანების სასახლის ეზოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, განათლებისა, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. გოგიას თქმით, მთავარი პრიორიტეტი […]

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  დღეს თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ   მარიამ ვალიშვილმა  “ფეისბუქის” პირად  გვერდზე  დაწერა. “ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ”, – წერს ვალიშვილი.

ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს (ვიდეო)

სუს-ისა და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩვენს სავარაუდო კანდიდატებს ემუქრებიან. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის 10 სოფელსა და ქალაქის ორ ზონაში პარტიის შესაძლო კანდიდატებს უთხრეს, რომ თუ ისინი ენმ-ის სახელით იყრიდნენ კენჭს მათსა და მათი ოჯახების უსაფრთხოებას პრობლემები შექმნებოდა. „ვაფრთხილებთ „ქართულ […]

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბანერი ჩამოგლიჯეს

ზუგდიდში, “ევროპული საქართველოს” ადგილობრივ ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. პარტია აღნიშნულ ქმედებას „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ ხელისუფლებისთვის უჩვეულო არ არის. „დილით ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა. ბანერი ისეთ ადგილასაა, რომ სპონტანურად მისი ჩამოხევა უბრალო გამვლელს არ შეეძლო, შესაბამისი მოწყობილობები უნდა გქონდეს თან. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება. ჩევნი პლაკატები ადრეც იყო ჩამოხეული, თუმცა […]

რატომ აიღო პოლიტიკური ტაიმაუტი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ?

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გამოეთიშა, რამაც მოსახლეობაში  საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. არადა, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში თოფურიას კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა როგორც მერობის კანდიდატად, ასევე საარჩევნო სიის პირველ ნომრადაც. თოფურიამ ამ ეტაპისთვის მისი პოლიტიკური ინერტულობა კერძო სექტორში გადასვლით ახსნა: ,,დროებით ტაიმაუტს ავიღებ, ალბათ მინიმუმ 3 წლით, მქონდა საჯარო სექტორიდან შემოთავაზება, თუმცა, მირჩევნია ჩემს […]

ლევან მაკალათია დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი, ლევან მაკალათია და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერობის კანდიდატმა ექიმებთან ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა. „თქვენ დაუღალავათ ზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს შრომა დაგიფასოთ და მადლიერება გამოვხატოთ იმ საქმეებით, რომლის […]

„ეს ადამიანები ფოთის საკრებულოში თქვენი ინტერესების დამცველები იქნებიან”- კურდღელიამ კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ ფღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში ირაკლი კაკულია, ნინო ბაკურაძე, თამარ თოფურია, აკაკი დარჯანია, ხვიჩა ცხვიტარია, ზურაბ ჩაჩუა, ჯემალ მიგინეიშვილი, ბაქარ ერაგია, თემურ დუნდუა და პაატა ქირია შედიან. როგორც გოჩა კურდღელიამ განაცხადა, დეპუტატობის […]

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, […]

ფოთის მერმა პოსტი დატოვა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კაკულიამ დღეს პირადი განცხადების საფუძველზე, პოსტი დატოვა. კაკულიამ  თანამშრომლებსა  თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  მათ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს. „მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა წარმატებები გისურვოთ“-განაცხადა ირაკლი კაკულიამ. ცნობისთვის, […]

კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ახალი ვადით არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი,  გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ახალი ვადით არჩევა ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელ “Twitter-ში” აქვეყნებს. “დარწმუნებული ვარ, ანგელა მერკელის მეთაურობით, გერმანია და ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება,” – წერს  კვირიკაშვილი.  

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს მეოთხედ დაიკავებს

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს მეოთხედ დაიკავებს. წინასწარი მონაცემებით, გერმანიის მოქმედი კანცელრის “ქრისტიან დემოკრატებმა” ხმათა 32.8% მოიპოვეს. მეორე ადგილზე 20.4%-ით “სოციალ დემოკრატები” არიან. მესამე ადგილზე კი პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ულტრამემარჯვენე პარტია გავიდა. “ახალ ალტერნატივას გერმანიისთვის” 13 % აქვს. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ასევე “მწვანეთა პარტიამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “გერმანიის მემარცხენე პარტიამ” გადალახეს. […]

ლაშა გოგია ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს,საკოლმეურნეო ბაზარში დასაქმებულებს ესტუმრა. მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს  საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია გააცნო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს  გაიმართება.

ზუგდიდის მერობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან ექვსი მათგანი მერობისთვის პარტიული ნომრით, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ორის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი გიზო სტურუაა, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ პოსტი დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ რუსიამ პოსტი დატოვა.  ინფორმაციას რუსიას პოსტის დატოვების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაშიც ადასტურებენ. როგორც პრესსმსახურის უფროსმა,  პაატა ლაგვილავამ  განაცხადა,  რუსიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე, 18 სექტემბერს დატოვა და ეს უკავშირდება მის მომავალ გეგმებს. ლაგვილავას ინფორმაციითვე,  კახაბერ რუსია სენაკში “ქართული ოცნების” სიის პიველი ნომერია და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე, პარტიული სიით საკრებულოში […]

„ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი, გოჩა ქაჯაია დღეს ხობის, ახალსოფლისა და შუა ხორგის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ხობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- კონსტანტინე ნასარაია და ვლადიმერ ქანთარია წარუდგინა. გოჩა ქაჯაიამ აღნიშნულ შეხვედრაზე პარტიის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა.          

გოჩა კურდღელია: “ერთად შევძლებთ ქალაქი უკეთესი გავხადოთ”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გუშინ, კუნძულის უბნის მცოვრებლებთან გამართა. გოჩა კურდღელიამ მათ დეპუტატობის კანდიდატები – დავით ესებუა და ზვიად ბჟალავა წარუდგინა. მერობის კანდიდტამა მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარტიის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განახორციელა. ჩემთვის პრიორიტეტია ყოველი […]

გიორგი გუგავა: ჩემი მერობის შემთხვევაში, თბილისში კაზინოები და სლოტკლუბები აღარ იქნება

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში, თბილისში კაზინოები და სლოტკლუბები აღარ იქნება. როგორც გუგავამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, კაზინოები და ყომარბაზები ღუპავს ახალგაზრდობას. მისი შეფასებით, ონლაინკაზინოებიც ასაკრძალია. გიორგი გუგავა: ამ ქალაქში კაზინოებისა და ყომარბაზების ბუდედ რომ იქცა ნახევარი ქალაქი, ეს მოგწონთ თქვენ?! უნივერსიტეტის წინ, სპორტის სასახლის წინ რომ […]

გოჩა კურდღელია: “ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ფოთის მუნიციპალიტეტში, გოჩა კურდღელიამ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მერობის კანდიდატი ფოთელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ირაკლი ხახუბიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს. გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენ წარმოვადგენთ […]

ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენზე – პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე

ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენს კეთილდღეობაზე – ასე წარადგინა პერემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები. მანამდე, მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ამომრჩევლებისთვის სიტყვით არც ერთ კანდიდატს არ მიუმართავს. შეხვედრა საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატები არიან: ზუგდიდი – ლაშა გოგია მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი ფოთი […]