ეკონომიკა164 Videos

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 69,38 (+ 0,23) დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,97 (+ 0,24) დოლარი ბარელზე. წყარო: imedinews

ლარის ახალი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5423 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5616 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1209 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.1049 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში. წყარო: pirveliradio

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდება. ის სექტორები და ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ზედმეტობით გადახდილ დამატებითი ღირებულების გადასადს ავტომატურად, პროგრამული სისტემის საშუალებით ხუთ დღეში დაიბრუნებენ. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ამისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ, ზედმეტობის დაბრუნებისთვის 14 დღე აქვთ. ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივის შესახებ რამდენიმე დღის წინ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა. ბახტაძე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად […]

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა

ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლითა და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გამოთვლით, Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს. საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზეა, $10.099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი – 114-ზე. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების პირველი ათეული ასეთია: 1. კატარი (ერთ სულ მოსახლეზე […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

2017 წლის 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66,72 (+ 0,28) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 59,84 (+ 0,20) დოლარი/ბარელზე. წყარო: imedinews.ge

ჩინური კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 50 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი მათი პარტნიორი ხდება და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩაერთვება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და დამატებით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებს მომავალი ინვესტიციებისთვის მოიზიდავს. ZPMC-ი ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის უზრუნველყოფს უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საკონტეინერო ამწეებისა და […]

ექსპერტები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებას პროგნოზირებენ

ელექტროენერგიის სამი თეთრით, გაზის კი ორ თეთრამდე გაძვირებას პროგნოზირებენ ახალი წლიდან ექსპერტები. სპეციალისტების განმარტებით, ტარიფის ზრდას ლარის გაუფასურება იწვევს. ანალიტიკოსთა ნაწილი სახელმწიფოსა და ენერგეტიკულ კომპანიებს შორის გარიგებაზეც საუბრობენ. „არის პირდაპირ გარიგება ამ ენერგეტიკულ კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის. რა დგას ამ გარიგების უკან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ მომხმარებლებისთვის სასარგებლო გარიგება არ იქნება. როდესაც ელექტროენერგიაზეა საუბარი, […]

პური შესაძლოა გაძვირდეს

გაძვირდება თუ არა პური? ლარის ვარდნასთან ერთად ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც ამ თემაზე საუბრისას “პირველ რადიოსთან” მე-4 პურის ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე აცხადებს, მართალია ეროვნული ვალუტის ვარდნა პურის ფასთან პირდაპირპროპორციული არ არის, მაგრამ თუ ფქვილზე ფასები შეიცვალა, გაძვირებაც მოსალოდნელია: “თუ შეიცვალა ფქვილზე ფასები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პურზე ფასმა მოიმატოს, იმიტომ რომ […]

ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტი თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება – გიორგი კვრიკაშვილი

თბილისში აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აბრეშუმის გზის ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და ეფექტიანობის გაზრდას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ევროპის და აზიის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. “საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალი ბიძგი მივცეთ აბრეშუმის გზის ფარგლებში, როგორც სატრანსპორტო მარშრუტების […]

1 დოლარი 2.675 ლარი – ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ეროვნული ბანკის მიერ ლარის ახალი ოფიციალური კურსის დადგენის შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა. ლარი დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 2.675 ლარს მიაღწია. ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6538 ლარი გახდა, კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6499 ლარი იყო ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა, […]

ლარის კურსი ბანკში – 1 აშშ დოლარი 2.61 ლარი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.5612 ლარია, თუმცა კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.6190-ს აღწევს. ლარი მნიშვნელოვნად დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, ოფიციალური მონაცემებით, ერთი ევრო 2.9766 ლარი ღირს, თუმცა კომერციულ ბანკებში ერთი ევროს ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული კურსი შუადღემდე მოქმედებს, ეროვნული ბანკი ლარის გაცვლით კურსს 5 საათისთვის დაადგენს. bloomberg-ის ამ […]

100 ათას ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში, ბანკებს 1000 ლარით დააჯარიმებენ

იმ შემთხვევაში, თუ ბანკები და სხვა ორგანიზაციები ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხს ლარის გარდა სხვა ვალუტაში გასცემენ, ისინი ფინანსურად დაჯარიმდებიან. მთავრობის მიერ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი ქმედებისთვის სანქცია 1000 ლარი იქნება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აისახება. ინიციატივის მთავარ მიზეზად საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და მომხმარებელთა ინტერესების შელახვა სახელდება. კანონპროექტის განხილვას კომიტეტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ. […]

მომავალი წლიდან ოქროსფერი 50 თეთრიანი მონეტა გადახდის სტატუსს კარგავს

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს. ამას ეროვნული ბანკის საბჭოს შესაბამისი ბრძანება ითვალიწინებს. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. 2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი […]

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და პარლამეტის აგრარულ საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასთან ერთად  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოს რეგიონში გაეცნო. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ცნობით,მინისტრმა და გუბერნატორმა სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ლევან დავითაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი […]

ანაკლიაში პირველი ბიზნეს ფესტივალი გაიხსნა

ანაკლიში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ გაიხსნა. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტომას მორისმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ფესტივალი ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექს წარმოადგენს. „ანაკლიობაზე“ მონაწილე 50-ზე მეტ კომპანიას საფესტივალო ქალაქში დარჩენა მთელი […]

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

1-2 აგვისტოს ზუგდიდში და ანაკლიაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბეანტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.  შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების ანალიზი, შესაძლო ზემოქმედება და…

ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის კეთილმოწყობა დასრულდა

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირაკლი არჩაიასთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა პარკს, მოეწყო ოთხი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო […]

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური […]

მილიონები ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესისგან  მოსაკრებლის სახით წლის განმავლობაში 29,5 მილიონ ლარს ელოდება. „გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 21 მილიონ 835 ათასი ლარი შევიდა. ანუ პროგნოზთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის ბიუჯეტში 17 მილიონ ლარამდეა შესული სათამაშო ბიზნესიდან, დაახლოებით 12,5 მილიონ […]

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, […]

ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბოტანიკური ბაღის  ქვედა პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეკეთდა დაზიანებული გზის ნაწილი, მიწისქვეშ დამონტაჟდა  ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი  სადენები და ვიდეოსამეთავლყურეო ქსელი.   მოეწყო ასევე,  4 მოსასვენებელი სივრცე. “აჭარის ტელევიზია”

30 მილიონი ბათუმის სანაპიროსთვის

ბუნებრივი კვების გარეშე დარჩენილი სანაპირო ზოლი და ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. ბათუმის პლაჟების ერთ-ერთი მთავარი საკვები მდინარე ჭოროხი და ამ მდინარიდან ჩატანილი ნატანი იყო. ნატანის რაოდენობა ჯერ მდინარის კალაპოტის შეცვლამ, ბოლო პერიოდში კი მაღალმთიან აჭარაში კაშხლების და ჰესების მშენებლობამ შეამცირა. პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის გასამაგრებლად აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით მილიონობით ლარი იხარჯება. სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროექტს […]

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება, ასევე იგეგმება ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული თანხიდან 32 ათას 250 ლარი დაემატა ჯანდაცვის სფეროს, ამოქმედდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს ბიუჯეტის საშემოსავლო […]

კომისიამ რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო,იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი -“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი […]

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს 183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია. „თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს […]

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]

ბათუმის ბიუჯეტი დაახლოებით ორ მილიონამდე ლარით გაიზრდება

ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 მილიონ 818 ათას 900 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 193 ათას 500 ლარს შეადგენს. საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი დამატებით კიდევ 346 000 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 539 ათას 500 ლარს მიაღწია. ცნობილი რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებას […]

ზურაბ პატარაძე: ბათუმი-შუახევის პროექტის ფარგლებში 11 000 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა.” – აცხადებს აიპრესთან ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. თავმჯდომარის თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო მაღალმთიანი რეგიონების სრულად გაზიფიცირება. სწორედ ამის ფარგლებში ხორციელდება ბათუმი შუახევის პროექტი. ზურაბ პატარაძე: […]

ქედის სარეზერვო ფონდი

ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ბოლო 7 თვის განმავლობაში 67 ათას 260 ლარი დაიხარჯა. ქედის გამგებლის ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და საზღვარგარეთ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებისთვის გადანაწილდა. ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წელს 86 ათასი ლარია. “აჭარის ტელევიზია”

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი […]

“შუახევჰესი”

შუახევჰესის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი ექპლუატაციაშიც შევიდა, თუმცა პროტესტი გრძელდება – დამშრალი წყაროები შუახევის სოფლებში. “აჭარის ტელევიზია”

აჭარის მთავრობა ქობულეთში ნაკვეთს ჰყიდის

აჭარის მთავრობა, ქობულეთში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ჰყიდის. აუქციონის საწყისი ფასი 1 600 000 ლარია. ტერიტორიით ყაზახი ინვესტორია დაინტერესებული. მყიდველს 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების და ქობულეთში, პირველი კაზინოს გახსნის ვალდებულება ექნება. რამდენია სამორინეებისგან მიღებული შემოსავლის წილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში?

ლორიას ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

ლორიას ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა გრუნტი, დაიგო 3200 კვ.მ-ზე პირველი ფენა ასფალტის საფარი, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა დეკორტიული ფილების, ტროტუარებისა და უინათლოთა ბილიკების მოწყობის […]

ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” […]

აჭარისა და ჰესენის მხარის საინვესტიციო ვორქშოპი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვახტანგ ჭეიშვილმა, ლაშა ფირცხალავამ და კამილა კახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჰესენის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს უფროსთან სტეფან აუგუსტინთან და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელთან ოლივერ ბეილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ჰესენის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოსთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. საინვესტიციო სააგენტოში ვორქშოპი ჩატარდა, რომელიც […]

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს და დაამტკიცეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე. “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”

7 ქართველ მეფუტკრესა და 7 მესაქონლე ფერმერს 20% თანადაფინასებით გადაეცემათ საჭირო ინვენტარი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხვედველობის სამსახურის უფროსმა ვილიუს რექსტისმა მოაწერეს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულია პროექტი: “ საქართველოს რეგიონალური განვითარება – აგრო […]

ქედის ხილის საწარმოს პროდუქცია ძირითადად ახალციხიდან ჩამოაქვს

ხილი ქედაში ახალციხიდან. 3 წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში გახსნილი გადამამუშავებელი საწარმო, ხილის სხვადასხვა სახეობას ქედაში მცხოვრები ფერმერების ნაცვლად, სხვა მუნიციპალიტეტებიდან იბარებს. ვაშლს და ქლიავს ახალციხიდან და კაკალს თელავიდან. მეწარმე მიზეზად მოთხოვნილ ფასს და ხარისხს ასახელებს. რას ამბობენ ადგილობრივი ფერმერები? “აჭარის ტელევიზია”

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ნაილე ლაზიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ზურაბ პატარაძემ სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალლიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ ბოძაურის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავობა ავრცლებს. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 8 […]

ბათუმში ახალი შუქნიშნებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, 8 ადგილზე, მათ შორის გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. შესაბამის შესყიდვას ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო განახორციელებს. სააგენტომ, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, ტენდერი უკვე გამოაცხადა, საწყისი ღირებულებით – 1 375 690 ლარი. ახალი შუქნიშნები ბათუმში დამონტაჟდება შემდეგ ადგილებში: პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე; პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე; […]

კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას შეძლებს

კურორტ გომარდულის აქციონერებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება კვირის ბოლოს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კურორტი ტურისტების მიღებას მალე შეძლებს. გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. […]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილებოდა . სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიის მიერ განხილული საკითხების შესახებ და სეზონური იჯარების გაცემაზე შემოტანილი 22 მოქალაქის განცხადებაზე თანხმობა განაცხადეს. თანხმობა მიეცა სს ,,სილქნეტი“-ს გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე ქ.ქობულეთი, […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 835 ლარს, კულტურული ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს. როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს. ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო […]

შუახევი-ხულოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარას სტუმრობს. ზურაბ პატარაძემ შუახევი-ხულოს საავტომობილო გზის ვაშლოვანის მონაკვეთზე გზის დამცავი ბორდიურების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც თაგოს ხიდზე მყოფ უცხოელ ტურისტებს გაესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარე კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. დაესწრება სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალური სახლის ბინების გადაცემის პროცესს. ზურაბ პატარაძე ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს გადასცემს ბინას. […]

19 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ოჯახებზე, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ფართების განაწილება კენჭისყრის წესით განხორციელდა. უახლოეს დღეებში კი მათთან საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 19 ოჯახზე ბინების დაკანონების რეკომენდაცია გასცა. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. პროექტის ღირებულება […]

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652 ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ […]

მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს გაეცნო. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება […]

სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში „მეტრომ“ თავის შვილობილ კომპანიებზე გაასხვისა

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“ სასტუმრო „ეიფორია“ და სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილ კომპანიებზე ჯამში 306 მილიონ 250 ათას ლარად [დაახლოებით 125 მილიონ აშშ დოლარად] გაასხვისა. სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში, ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე „მეტროს“ მიერ განხორციელებული პროექტ „მეტრო სითის“ ნაწილია. „მეტრო ატლას ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფაქტობრივად თავადაც ჰოლდინგ […]

განმეორებითი შესწავლა

შუახევში, სოფელ კობალთაში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები განმეორებით შეისწავლიან. გამგებლის ინფორმაციით, გეოლოგების დასკვნის შემდეგ შესაძლოა 12 ოჯახის განსახლება აუცილებელი გახდეს. შუახევში შიშობენ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში წუმპოს მთიდან მეწყრული პროცესები შესაძლოა კვლავ განმეორდეს. შეგახსენებთ, სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ერთი თვის წინ განვითარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. “აჭარის ტელევიზია”

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო […]

ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლაშა სირაბიძესთან, შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორთან თენგიზ ქოქოლაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩაქვში, 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გახსნა. ჩაქვში დასრულდა 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის პროცესი, რომელიც ზღვის დონიდან 52 მეტრზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III […]

სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე […]

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ გზის ორმული შეკეთება იგეგმება. დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტბეტონის საფარს დააგებენ. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემა და ჭები მოეწყობა. რაც შეეხება ქუჩის მთლიან მოასფალტებას, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს მომავალ წელსაა დაგეგმილი. “აჭარის ტელევიზია”

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო. 2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, 583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი […]

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური 2 დღიანი ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ქედას ესტუმრნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახებთან ერთად ქედაში ,,აჭარული ღვინის სახლში” რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ გააცილეს. “აჭარის ტელევიზია”

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, […]

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, შუახევის გამგეობაში მოქმედმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები, […]

ბათუმში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა.

სასტუმრო შერატონში, „აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი“ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე და ცოტნე ანანიძე დაესწრნენ. უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ […]

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით […]

ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიერ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის […]

უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

აჭარაში უკრაინიდან ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს რეგიონს უკრაინიდან 45 ათასი ტურისტი სტუმრობდა. 2013 წელს ეს რიცხვი 21 ათასი იყო, 2014 წელს – 24 ათასი, 2015 წელს კი 24 ათას 587.თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური სფეროა. 2015-16 წლებში აჭარასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 442 ათას 253 ლარი იყო.რაც შეეხება […]

დაბა ქედაში წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება

დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში ობელისკის, უცნობი ჯარისკაცის საფლავისა და მემორიალის კეთილმოწყობის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ამჯერად წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება. კვარცხლბეკზე ამორტიზირებული ფილების დემონტაჟი და გრანტის ფილების მოწყობა, სკვერის შემომფარგვლელი კედლის ფასადის მოწესრიგება, ლითონის მოაჯირების მონტაჟი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, მემორიალის დამუშავება და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა, ლითონის სკამების განთავსება და დეკორატიული განათების მოწყობა […]

ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ […]

გამგებელი აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე კირნათი- მარადიდის ჰესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას კომპანიასთან კიდევ ერთხელ შუამდგომლობას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურო რამდენიმე თვეა მუშაობს. სოფელ კირნათში კომპანია “აჭარ ენერჯი 2007“ ჰესის მშნებელობას უკვე ორი წელია ახორციელებს. “ხელვაჩაურის […]