დღის ვიდეო74 Videos

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ „ზუგდიდდასუფთავების” სამს…

ზუგდიდის რამდნიმე ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი ადგილების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩები ნაგავსაყრელად იქცა და მათი გაწმენდა არ ხდება. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ყველა იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ადგილზე მისულ ჯგუფს ასეთი სურათი […]

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი – პოლიტიკოსების შეფასებები

მაიკ პენსის ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და  სუვერენეტეტს  საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში, ეს ვიზიტი არის მთავარი გზავნილი ოკუპანტისთვის,  სწორედ ასეთი შეფასებები კეთდება  ქართულ პოლიტიკურ წრეებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს. “აჭარის ტელევიზია”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრული

      აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პენსმა ჩვენი ქვეყანა უკვე დატოვა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. სიტყვით მიმართა სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სამხედროებს. შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრთან და მეუღლესთან ერთად დაათვალიერა სიონის საკათედრო ტაძარი. მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს სხვადასხვა შეხვედრაზე რამდენჯერმე ახსენა, რომ ის საქართველოში პრეზიდენტ დონალდ […]

აღმოჩენა პეტრას ციხეზე

არქეოლოგებმა პეტრას ციხეზე ახალი არტერფაქტები აღმოაჩინეს. მას უკვე ეწოდა უნიკალური. მკვლევარების ვარაუდით ნივთები ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება ‘აჭარის ტელევიზია”

შეჯიბრება სპორტულ თევზჭერაში

სპორტულ თევზჭერაში საქალაქო ღია პირველობა დასრულდა. ტურნირში 32 მოყვარული მეთევზე მონაწილეობდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ისინი სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. “აჭარის ტელევიზია”

ქვიშის რაგბის ფესტივალი

ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი 4 საათზე რაგბი არენაზე დაიწყება. ტურნირში 4 ქვეყნიდან მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობს. შეჯიბრება სარაგბო კლუბ “ბათუმი”-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. რამდენიმე დღის წინ აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი შეიქმნა რომელსაც კახაბერ კოტრიკაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, რეგიონს როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა გუნდი ეყოლება. ფესტივალი […]

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი არ არის. ადგილობრივები ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელისა და შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, შექმილი სიტუაცია ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო არ არის, ორი კვირის წინ ამ მონაკვეთზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელს მომავალ წლამდე ვერ დახაზავენ, რადგანაც მანამდე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა […]

საერთაშორისო საზღვაო სწავლება

შსს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება პროგრამის – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა. ტრენინგის მიზანია აშშ-ს და ნატოს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ამაღლება. სწავლებაში ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, […]

“შუახევჰესი”

შუახევჰესის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი ექპლუატაციაშიც შევიდა, თუმცა პროტესტი გრძელდება – დამშრალი წყაროები შუახევის სოფლებში. “აჭარის ტელევიზია”

ინფორმაციის თავისუფლება თვითმმართველობებში-ტრენინგი

თვითმმარველობების უფლებამოვალეობები, მათი საქმიანობის მონიტორინგი, გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა მთავარი თემა ტრენინგის, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. მისი მიზანი მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების, როგორც მარეგულირებელი ჯგუფის გააქტიურებაა. ორგანიზატორების თქმით, თვითმმართველ ერთეულებში თავისუფალი ინფორმაციის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და მისი მოგვარების მიზნით რეკომენდაციების მომზადებაც იგეგმება. ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზაბით ტარდება და სამ […]

აჭარის მთავრობა ქობულეთში ნაკვეთს ჰყიდის

აჭარის მთავრობა, ქობულეთში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ჰყიდის. აუქციონის საწყისი ფასი 1 600 000 ლარია. ტერიტორიით ყაზახი ინვესტორია დაინტერესებული. მყიდველს 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების და ქობულეთში, პირველი კაზინოს გახსნის ვალდებულება ექნება. რამდენია სამორინეებისგან მიღებული შემოსავლის წილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში?

NDI-ის კვლევა

ვისთვის რა გამოკვეთა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის პოლიტიკურმა ნაწილმა? ოპოზიცია გამოკითხვას იწონებს, მთავრობა კი არ ენდობა. დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თანამდებობის არქონის მიუხედავად კვლავ მთავარი ფიგურაა, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. “აჭარის ტელევიზია”

ქედის ხილის საწარმოს პროდუქცია ძირითადად ახალციხიდან ჩამოაქვს

ხილი ქედაში ახალციხიდან. 3 წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში გახსნილი გადამამუშავებელი საწარმო, ხილის სხვადასხვა სახეობას ქედაში მცხოვრები ფერმერების ნაცვლად, სხვა მუნიციპალიტეტებიდან იბარებს. ვაშლს და ქლიავს ახალციხიდან და კაკალს თელავიდან. მეწარმე მიზეზად მოთხოვნილ ფასს და ხარისხს ასახელებს. რას ამბობენ ადგილობრივი ფერმერები? “აჭარის ტელევიზია”

ტყვიის მაღალი შემცველობა საკვებ პროდუქტებში

ტყვიის მაღალი შემცველობა სხვადასხვა პროდუქტში. მომხმარებელი.გე-მ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით გამოქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, 2012 წლიდან დღემდე სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერების მაღალი შემცველობაა აღმოჩენილია ხორცში, თევზში, რძესა და წყალში. თვის დასაწყისში კი ტყვიის მაღალი შემცველობა სანელებლებში დაფიქსირდა. მთავრობა მოსახლეობას ამშვიდებს, რომ საგანგაშო არაფერია, თუმცა აფრთიხლებს თუ არა სათანადოდ? “აჭარის […]

ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ “კარფურის” ტექნიკურ გახსნას დაესწრო

ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო. „კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც […]

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება. რიგით მეთერთმეტე ფესტივალი დღეს კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნება. მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან. უახლოეს წუთებში ისინი სცენაზე შეიკრიბებიან. ხვალ კი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჯემიროქვაის კონცერტი გაიმართება. ბენდის წევრები დღის ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში. მანამდე კი ბათუმში კონცერტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოიტანეს. სცენის მონტაჟის სამუშაობი უკვე დასრულდა. ხვალინდელი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია და 6500-მდე […]

რიზეში დაშავებული მამაკაცი ბათუმში გადმოიყვანეს

9 აპრილს თურქეთის ქალაქ რიზეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დაზარალებული ამ დრომდე რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. “აჭარის ტელევიზია”

რამდენი იხარჯება ქობულეთის ბიუჯეტიდან ბაღების ეზოებისთვის?

ასობით ათასი ლარი ბაღების მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის. ქობულეთის გამგეობა წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დაასრულებს, 2-ისთვის კი ეზოს მოაწყობს. რამდენად პროპორციულადაა განაწილებული ბიუჯეტი და პასუხობს თუ არა მოთხოვნებს? “აჭარის ტელევიზია”

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ “პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. […]

მიხეილ საკააშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა იყო შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც მისი ექსტრადირება ვერ ხერხდებოდა. ეს თემა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გააქტიურდა. განცხადებები გაავრცელეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. “აჭარის ტელევიზია”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში

მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საგანი. 38 გვერდიან დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი, მათ შორის დეპუტატების მიერ ინიცირებული და მიღებული კანონების შესახებ, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ბიზნეს საქმიანობაზე. კვლევა 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება. კვლევის ფარგლებში რეკომენდაციებთან ერთად შენიშვნებიც არის, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, პრობლემური […]

მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

ზღვისპირა ქალაქში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე. ღამით გააღეთ ფანჯრები და დილამდე დატოვეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა. დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. თუ […]

ბათუმის ისტორიული და თანამედროვე განაშენიანება

როგორი იყო და როგორი არის ბათუმი? ქალაქის სანაპირო ინტენსიური, მაღლივი კორპუსების მშენებლობის გამო ჩაიკეტა, ეს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებშია შესამჩნევი. ბათომის დაგეგმარების ერთ-ერთი პრინციპი კი მთისა და ზღვის ჰაერის ცირკულაცია იყო. რას ამბობენ სპეციალისტები? “აჭარის ტელევიზია”

სპირტის კონტრაბანდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სპირტის კონტრაბანდის ფაქტი. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირების ორგანიზებით, 16 ივლისს, საქართველოში იმპორტის რეჟიმით დაახლოებით 28 ათასი ლიტრი ეთილის სპირტი შემოიტანეს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. “აჭარის ტელევიზია”

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ქობულეთში

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ქობულეთში. 33 ახალი მოსაცდელი რომელიც მაისის ბოლოს უნდა განთავსებულიყო, ამ დრომდე დამონტაჟებული არ არის. გამგეობაში უჟანგავი ლითონის კონსტრუქციები ტურისტულ სეზონამდე უნდა შეესყიდათ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სხვა პრეტენდენტმა უჩივლა, შესყიდვების სააგენტომ განხილვის შედეგად საჩივარი არ დააკმაყოფილა, პროცესებიც ამ მიზეზით გაიწელა. ახალი მოსაცდელები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 380 ათასი ლარი დაიხარჯა, […]

ღოღობერიძე – ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მიზეზი კი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ამის შესახებ მოსამართლეს წერილობით აცნობა. იგი საქმის განხილვის გადადებას და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა დავით მამისეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში გაიხსნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა იუბილარია. უკვე 10 წელია სტუდენტებს სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელზე, სისხლის სამართლის პროცესში მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე ლექციებს უკითხავენ. საზაფხულო სკოლის მსმენელები სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში უცხოელ და ქართველი ექსპერტებს მოუსმენენ. […]

შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში

ხვალ 6-დან 9 საათამდე აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩებს, 11-დან 14 საათამდე კი ვაჟა – ფშაველასა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ. შეზღუდვებია ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. 10-დან 18 საათამდე სოფელ ხუცუბანს შუქი გაეთიშება. 6-დან 8 საათამდე, გონიოსა და კვარიათის აბონენტებს, 11-დან 17 საათამდე კი სოფლებს კირნათსა და მარადიდს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 10-დან 18 საათამდე მაღალმთიან აჭარაში სოფლებს […]

ქეთი მელუას რეპეტიცია

“ზაფხულის დღესასწაული” – შოუ ბლექ-სი-არენაზე ხვალ 19 საათზე დაიწყება. პროექტის “Check in Georgia”​-ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე ქეთი მელუა ბენდთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად წარსდგება. დღეს მუსიკოსებმა შეკვეთილში გენერალური რეპეტიცია გაიარეს.

22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კომუნისტური რეჟიმის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს რეპრესირებულთა მემორიალი. ღონისძიების ორგანიზატორებმა – ფონდ „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, სტუმრებმა, რეპრეისრებულთა შთამომავლებმა გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის […]

მერაბ ბლადაძის განცხადება

გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის მიმართ პრეტენზიები აქვს მერაბ ბლადაძეს. უფლებადამცველი ქობულეთის პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტებზე საუბრობს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეებს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან ბრალდებულებზე სავარაუდო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქმე დაახლოებით 2 წლის წინ აღიძრა. უფლებადამცველის განცხადებით, რიგ შემთხვევაში გამოძიება არ დასრულებულა და გენერალური ინსპექციის […]

სპორტსმენების დაჯილდოვება

სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება. ხულოში 29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. საქართველოს და ევროპის ჩემპიონების დაჯილდოებისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 10 ათას 980 ლარი დაიხარჯა. სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობამ ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან მოიწვია. მათ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართეს. “აჭარის ტელევიზია”

ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი უკვე ამოქმედდა

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი განსაზღვრულია, დადგენილება ძალაში გუშინ შევიდა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით გაზის საფასური სხვადასხვა პროპორციით გაიზარდა, აჭარაში ზოგიერთ აბონენტს, 2 თეთრით, ზოგს კი 12 თეთრით გაუძვირდა. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს რომ შესაძლოა გაზის ტარიფი კიდევ გადაიხედოს. “აჭარის ტელევიზია”

რატომ არ ტოვებენ სახიფათო ზონას მახალაკიძეებში?

რატომ დაამაგრა შუახევის გამგეობამ ბაგირით ქვა ხეზე? ადგილობრივმა ხელისუფლებამ მახალაკიძეებში, საფრთხის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დასაცავად ამ ეტაპზე ამ საშუალებას მიმართა. ორი კვირის წინ ამ სოფელში კლდე ჩამოიშალა. ადგილორბივები ამბობენ რომ ქვათაცვენა გრძელდება და გამგეობას სთხოვენ, ან სხვა ქვებიც დაამაგროს ან გაასახლოს. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გამგეობა 35 ოჯახს, 25 ათასი ლარის სანაცვლოდ განსახლებას სთავაზობს, რასაც ნაწილი […]

პროგრამა ფერმერებისთვის

მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. 2018 წლიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ, თანადაფინანსებით 200 ჰექტარ მიწაზე მათთვის სასურველი კულტურები გააშენონ. პროგრამის მიზანია ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება და შესაბამისად ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაგეგმილი სიახლეები დღეს ქობულეთელ ფერმერებს […]

ქალთა ჩართულობა არჩევნებში – დისკუსია

თვითმმართველობის არჩევნებში ქალების ჩართულობაზე ისაუბრეს USAID-ში. სპეციალისტების თქმით, გასულ წელთან შედარებით ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში არ შეცვლილა. შეხვედრაზე ქალებს მათი უფლებები დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს. “აჭარის ტელევიზია”

ბათუმის მოვლენები – სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ერთი სააათია, 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ზოგიერთი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე შუამდგომლობით მიმართავს ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი. “აჭარის ტელევიზია”

გიორგი მამალაძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავენ. ე.წ-ლი ,,ციანიდის” საქმეზე მეუფე პეტრეს გამოკითხვა მიმდინარეობს. ამით ბრალდების მხარე სასულიერო პირების გამოკითხვის პროცესს დაასრულებს. “აჭარის ტელევიზია”

უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები

ქობულეთში უხვი ნალექის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ წუთებში თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე იმყოფებიან და მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა სოფელში წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. “აჭარის ტელევიზია”

”შუამთობის” სამზადისი

ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა. ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”

გამოფენა ბიბლიოთეკაში

აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ბათუმელ მხატვრებს უმასპინძლეს. ღონისძიებაზე ხელოვნებასა და მხატვრების შემოქმედებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე 30-მდე ადგილობრივი მხატვრის ნამუშევარიც გამოფინა. “აჭარის ტელევიზია”

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ გზის ორმული შეკეთება იგეგმება. დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტბეტონის საფარს დააგებენ. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემა და ჭები მოეწყობა. რაც შეეხება ქუჩის მთლიან მოასფალტებას, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს მომავალ წელსაა დაგეგმილი. “აჭარის ტელევიზია”

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

ქედაში, წონიარისისა და დოლოგნის ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დოლოგნის საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გამო გაფართოვდება. დაგეგმილია წონიარისის საბავშვო ბაღის მიმდებარედ ეზოს მოწყობაც. წელსვე, გათვალისწინებულია ზუნდაგაში არსებული მრავალფუნქციური შენობის, მათ შორის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს გამგეობა სულ 818 ათას ლარს დახარჯავს. ‘აჭარის ტელევიზია”

სასამართლო პროცესი

11-12 მარტის აქციებში სავარაუდო მონაწილე პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. რამდენიმე წუთში ბათუმის საქალაქო სასამართლო 9 პირის საკითხზე იმსჯელებს. “აჭარის ტელევიზია”

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა

ხულოს საგამოცდო ცენტრში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პედაგოგთა გამოცდები. ისინი დღეს გამოცდას ერთდროულად 4 საგანში ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში აბარებენ. რეგისტრირებული 87 აპლიკანტიდან 65 გამოცხადდა. “აჭარის ტელევიზია”

შუახევში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

შუახევში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ცენტრის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 194 ათასი ლარია გამოყოფილი. “აჭარის ტელევიზია’

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური 2 დღიანი ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ქედას ესტუმრნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახებთან ერთად ქედაში ,,აჭარული ღვინის სახლში” რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ გააცილეს. “აჭარის ტელევიზია”

მეწყერი ქობულეთში

წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიის შემსწავლელ საგანგებო კომისიაში უკვე უკვე 4 შეტყობინება შევიდა. სპეციალისტები სხვადასხვა სოფელში ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. სოფელ ბობოყვათში ძლიერი წვიმის გამო ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოინგრა. კედლის ნანგრევები ბობოყვათი-დაგვის დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლას აფერხებს. ლაზიშვილები ამბობენ, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა საფრთხე სახლსაც შეექმნას. ოჯახი გამგეობას დახმარებას […]

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

უნიკალური ბუნება და ისტორია- ხიხანის ციხე

ზღვის დონიდან 2 635 მეტრზე – უძველესი ნასახლარები, შუა საუკუნეების ხიხანის ციხე და აბუსერისძეთა სასახლეები ხულოში. ციხესიმაგრემდე ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით უნდა დაფაროთ, თუმცა მოუწესრიგებელია ის გზა რომელიც საფეხმავლო ბილიკამდე მიგიყვანთ. სწორედ ამას უკავშირებენ ადგილობრივები საოჯახო სასტუმროებში სტუმრების ნაკლებობას და დაინტერესებული ტურისტების თავშეკავებას, რომლებიც გაუმართავი ინფრასტრუქტურის და დიდი მანძილის გამო ისტორიული ობიექტის ნახვაზე უარს ამბობენ. მოსახლეობა […]

ტენდერი სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პირობების მიხედვით, სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. საწყისი სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. წინადადებების მიღება 9 აგვისტოს დასრულდება. ახალი სპორტკომპლექსის პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”

ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიერ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის […]

კონკურსი

ქობულეთის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეს კონკურსის წესით შეარჩევენ. გამარტივებული კონკურსის პირობების მიხედვით, პირველ ეტაპზე შემოსული განაცხადების გადარჩევა მოხდება, შემდეგ კი კონკურსანტები გასაუბრებას გამგებელთან გაივლიან. საკონკურსო პირობებით აპლიკანტებს საშუალო განათლება, საჯარო სამართლის შესახებ კანონისა და გამგეობის დებულების ცოდნა მოეთხოვებათ. “აჭარის ტელევიზია”

სეზონური ინფექციები

გიამბობთ პრობლემაზე, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. სამედიცინო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, მიზეზად კი ხშირ შემთხვევაში ნაწლავური ინფექცია და კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50 პროცენტზე მეტი. “აჭარის ტელევიზია”

მერობის და გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

ქედის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ ლევან გორგილაძე იქნება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გორგილაძე ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ კონსულტაციები სხვა შესაძლო კანდიდატებთანაც იმართება, თუმცა ის მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ლევან გორგილაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის […]

საქველმოქმედო კონცერტი

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის ხსოვნას მიეძღვნა ქობულეთის კულტურის ცენტრში გამართული კონცერტი. დები ჭოხონელიძეების სტუდიის აღსაზრდელებმა საღამოზე ცაბაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები მინი -სპექტაკლებით გააცოცხლეს. შესრულდა მუსიკალური ნომრები. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და თანხა ქობულეთის უფლის ამაღლების ტაძარს მოხმარდება. “აჭარის ტელევიზია”

უფასო გამოკვლევები

22 ივლისს, შაბათს ქობულეთის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარდება. მსურველებს შეეძლებათ ჩაიტარონ ლაბორატორიული გამოკვლევები, მკერდის, გულისა და მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები. განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის შემცველობა და ჩ ჰეპატიტის ვირუსი. გამოკვლევებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, როგორც ქართველი მედიკოსები ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. “აჭარის ტელევიზია”

ისტორიული სასახლეები აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებენ

ჩაქვი, მახინჯაური, ციხისძირი – შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე უნიკალური 51 ისტორიული შენობიდან მხოლოდ რამდენიმეღა შემორჩა. სახელმწიფო ბალანსზე გადასული სასახლეების ნაწილს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ შვიდ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, სურათი წლების განმავლობაში მაინც არ იცვლება. მათ შორისაა ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის სასახლე და ჩაქვის საუფლისწულო მამულების სასახლეები. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში რუსი დიდგვაროვნების საკუთრებაში […]

მაშველების დაჯილდოვების ინიციატივა

მაშველებს დღეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის რაც გუშინ შავი ზღვის აკვატორიაზე მაშველებმა გააკეთეს, არის უაღრესად საპატიო საქმე. მთავრობის მეთაური მათი დაჯილდოვების ინიციატივით გამოდის, რისთვისაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში მაშველებმა ხუთბალიანი შტორმის დროს ათამდე ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია განხორციელდა ასევე გუშინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში. “აჭარის ტელევიზია”

გოდერძზე გზის მშენებლობის გამო 40 ოჯახს კომპენსაციას სთავაზობენ

დღევანდელ ფორუმზე საუბარი კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებსაც შეეხო. განაშენიანების რეგულირების დოკუმენტის თანახმად ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი უნდა განთავსდეს. მშენებლობებისთვის მიწის დათმობის სანაცვლოდ, 50-მდე ოჯახს, კომპენსაციას გადაუხდიან. ასევე, იგეგმება შიდა გზის მოწყობა, რის გამოც 480-მდე მცენარე უნდა მოიჭრას. რაც შეეხება კურორტამდე მისასვლელ გზას, ანუ ხულო-გოდერძის მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.

სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

სოფელ მაჭახელაში ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლებულ ირაკლი სუკოლნიკოვისოჯახს გამოსახლება ემუქრება. სასწავლო დაწესებულების შენობაში 4 წევრიანი ოჯახი, ორი არასრულწლოვანთან ერთად თვეზე მეტია ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათი კუთვნილი სახლი დაზიანებულია, ამიტომ ყოფილი სკოლის შენობა თვითნებურად დაიკავეს. ადგილის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე რამდენჯერმე მიიღეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს. “პოლიციიდან ორჯერ მოვიდნენ და შენობის უკანონოდ დაკავების გამო 4 წლიანი პატიმრობით […]

“palitra news”-ის მოგზაურობა აჭარაში, 2017

16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები,  რეგიონის სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ ინფორმაციას მსგავსი კლიპების საშუალებითაც მიიღებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 4 საიმიჯო ვიდეორგოლი  გადაიღო.ეს ვიდეო რგოლი კი ევრონიუსზე ტრიალებს.

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიშს სტუდენტებიც მოისმენენ.უმაღლესი საბჭოს 7 თვიანი მუშაობის პრეზენტაციას რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, ისინი რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში წევრები არ ჰყვათ. აცხადებენ, რომ პრეზენტაციაზე არ მიუწვევიათ. […]

ტურისტული სეზონი ქობულეთში

ქობულეთის პლაჟი და ადგილი რომელიც კუნძულს დაემსგავსა.  მართალია თამარის სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, თუმცა კვლავ მოუწესრიგებელია მეგობრობის ქუჩის გასწვრივ არსებული პლაჟი.აქ ზღვას მდინარე კინტრიში უერთდება. დარღვეული კალაპოტის გამო მდინარე გაიყო და ნაწილობრივ დაჭაობდა.სარეველა ბალახებისგან პლაჟის გასათავისუფლებლად, გამგეობას ჯერ არ ჰქონდა საკმარისი საცელი აპარატი, რაც უკვე შეუძენია. ახლა კი მდინარის კალაპოტის მოსაწესრიგებლად საჭირო ტექნიკა გაუფუჭდა. “აჭარის ტელევიზია”

X – ფაქტორი 2017 გამარჯვებული გახდა…

გამოიწერეთ არხი აუცილებლად რო არ გამოგრჩეთ მეტი სინტერესო ვიდეო

ღოღობერიძე – ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

სამი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხირკვიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. “აჭარის ტელევიზია”
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk