ბსუ-ში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი, რიგით მე-11 სხდომა გაიმართა. შეკრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და მასში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. რექტორთა საბჭოს სხდომაზე ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017’’-ის საკითხები, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო პროგრამები, საქართველოს კანონმდებლობაში პროფესიული დოქტორანტურის შესაბამისი რეგულაციების შექმნისა და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშულოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები. რექტორთა საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk