ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია

სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე და განათლების პროგრამათა ოფიცერი მარიამ ჩიხლაძე წარმართავდნენ.

პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა „ნიდერლანდების ინსტიტუტის“ ისტორიაზე, სტრატეგიაზე, მიზნებსა და ხედვაზე ისაუბრეს.

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.

ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელებს წელს მეექვსედ მიიღებს. ოცამდე შერჩეულ კანდიდატს ოქტომბრიდან თებერვლამდე დემოკრატიის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდებათ. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. სკოლის კურსის გავლა უფასოა.

ამჟამად ბათუმის გარდა საქართველოში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის დემოკრატიის განათლების პროგრამას ქუთაისში, გორსა და თელავში ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებზე, კონფერენციებზე, დემოკრატიის ბანაკებსა და სხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით დემოკრატიის სკოლას 580 კურსდამთავრებული ჰყავს, ასევე განხორციელებულია 32 პროექტი, რაზეც ინსტიტუტმა 210 ათასი ლარია გამოყო.

პრეზენტაციას არასამთავრებო სექტორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) არის საერთაშორისო, ჰოლანდიური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემისგანვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ამჟამად NIMD მუშაობს 25-ზე მეტი ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
“ბათუმელები”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk