ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა ტრანსპორტით გადაადგილებაზე 50 ლარამდე ჯარიმა ამოქმედდა

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს.

“ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ასევე, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგანაც არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია!

არსებულ შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.

ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზე. ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.

2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზ.პირი-300,ხოლო იურ.პირი 500 ლარით. 1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასის ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.

ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება.

სსიპ „ ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“აიპრესი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk