ბათუმის ბიუჯეტი დაახლოებით ორ მილიონამდე ლარით გაიზრდება

ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 მილიონ 818 ათას 900 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 193 ათას 500 ლარს შეადგენს. საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი დამატებით კიდევ 346 000 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 539 ათას 500 ლარს მიაღწია.

ცნობილი რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაფინანსება- 277 ათასი, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს – 183 ათასი, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს – 238 ათასი, ბათუმის ავტოტრანსპორტს 840 ათასი, საფეხბურთო კლუბი ”დინამო ბათუმი”- 58 ათასი, ბათუმის კორპუსს კი 98 ათას 200 ლარით ეზრდებათ.
ცნობილი გახდა რომ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში დღეიდან „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ომარ ფარტენაძეც იმუშავებს და კომისია 8 წევრით დაკომპლექტდა. დეპუტატი ასევე განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაშიც იქნება. ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი განმარტავს, რომ ჯანდაცვის კომისიას ერთი წევრი დიმა ჭეიშვილის გამოაკლდება. როგორც ცნობილია მან საკრებულო რამდენიმე თვის წინ დატოვა. კომისია დღეიდან 6 წევრიანი შემადგენლობით იმუშავებს.
‘აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk