ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს უმასპინძლებს

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების 17-ე კონგრესს მასპინძლობს. ღონისძება ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა მაღალი რანგის სტუმრებს აჭარაში უკვე დღეს, საღამოს ელოდებიან. 40 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების 200-მდე წარმომადგენელთან ერთად, ბათუმს ვენეციის კომისიის წევრები და მისი პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიოც ეწვევიან.

სტუმრებს დღეს საზეიმო ვახშამზე უმასპინძლებენ, უკვე ხვალიდან კი, ღონისძიების დღის წესრიგი საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა.

ევროპელი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. დაგეგმილია მათი სიტყვით გამოსვლა, ამის შემდეგ კი, დელეგატები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს მოუსმენენ.

ღონისძიების ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრებიც, რომელთა ფარგლებშიც, გარდა კონგრესით გათვალისწინებული საკითხებისა, საუბარი ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და კონსტიტუციური კანონის ახლებურ რედაქციას შეეხება.

საქართველო ამგვარ ღონისძიებას წელს პირველად მასპინძლობს, თანაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის რანგში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარეობა 2014 წელს, 3 წლიანი ვადით გადმოიბარა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერთიანებას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფო თავმჯდომარეობს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იქნა არჩეული თავმჯდომარე ქვეყანად და აღნიშნული კონგრესი საქართველოში ტარდება, მიანიშნებს, რომ საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის სფეროში ბევრი მიღწეული წარმატებაა და სწორედ ამის გამო გამოუცხადეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებმა ნდობა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობების სამმრთველოს ხელმძღანელმა ირინა ხახუტაიშვილმა.

კონგრესი ხვალ, 11:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება და ზეგ, საღამოს საზეიმოდ დაიხურება.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk