ჭალადიდში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავიაციის მეშვეობით ფართობების შეწამვლა მიმდინარეობს.

ამის შესახებ samegrelorm.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

მათი ინფომაციით,  ჭალადიდში მიმდინარე  ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია გაეცნენ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სამოქმედო გეგმის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გრძელდება. ამ ეტაპზე, ხობის მუნიციპალიტეტში 4500 ჰექტარი მიწის ნაკვეთია შეწამლული.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk