ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ავტობანზე – დაშავებულია ფოთის „კოლხეთის“ რამდენიმე ფეხბურთელი

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული. ასეთი შედეგით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც გორის ავტობანზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ “მინივენი”, რომელშიც ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელები ისხდენენ ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანა ამობრუნდა, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული ფეხბურთელები ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში გადიან რეაბილიტაციას.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლი ფოთის “კოლხეთის” თანამშრომელი იყო, თუმცა, samegrelorm.ge-ს ერთ-ერთმა დაშავებულმა ფეხბურთელმა განუცხადა, რომ გარდაცვლილს კლუბთან კავშირი არ აქვს, რადგან, მათ თბილისიდან ფოთში დასაბრუნებლად ავტომანქანა დაიქირავეს.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”) აღიძრა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk