ავტომაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია (ფოტოები)

თბილისი- სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

“პირველს” მძღოლებმა განუცხადეს, რომ რამდენიმე წუთია ავტომობილები საერთოდ არ გადაადგილდება.

“ბულაჩაურიდან მოვდივარ სამი საათია საცობში ვარ გაჩერებული. დასავლეთის გზაზე როგორც ამბობენ კასპიდან იწყება საცობი. არც პატრული ჩანს გზაზე და ეს მანქანებიც უკვე ოთხ რიგად დაეწყო და მოპირდაპირე მხარესაც დაიწყეს მოძრაობა,”- ამბობს ეკა გიგაური.

მძღოლების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხობენ და ამბობენ, რომ საცობი ერთ-ერთი ხიდის სარემონტო სამუშაოების გამოა შექმნილი.

წყარო: pia.ge

სხვა ვიდეოები