ალილოს მსვლელობა სამეგრელო – ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

რაც შეეხება სამეგრელო – ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ცხრავე მუნიციპალიტეტში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა,  შობის დღესასწაულის ღამისთევის საზეიმო წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

წყარო: imedinews

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk