ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, ასევე ტურიზმის მიმართულებით,“ – დასძენს მინისტრი.

არის თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კურორტ გოდერძზე ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს მშენებლობაზე? – რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება.

„საუბარია ახალ საბაგირო გზაზე და შესაბამისად ახალი სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, ასევე 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობაზე. ინვესტიცია დაახლოებით 3 მილიონი დოლარი იქნება,“- გვითხრა რამაზ ბოლქვაძემ.

დღესვე აჭარის საინვესტიციო ფირუმის ფარგლებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შეთამხმებას მოაწერეს ხელი.

ფორუმი გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk