7 ქართველ მეფუტკრესა და 7 მესაქონლე ფერმერს 20% თანადაფინასებით გადაეცემათ საჭირო ინვენტარი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხვედველობის სამსახურის უფროსმა ვილიუს რექსტისმა მოაწერეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულია პროექტი: “ საქართველოს რეგიონალური განვითარება – აგრო სექტორის განვითარება მცირე ბიზნესის მხარდაჭერით“, რომლის განმახორციელებელია ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და პროგრამა LEADER.
პროექტის ფარგლებში 7 ქართველ მეფუტკრესა და 7 მესაქონლე ფერმერს 20% თანადაფინასებით გადაეცემათ საჭირო ინვენტარი: რძის ელექტრო სეპარატორი, უხეში საკვებისა და მარცვლეულის ელექტრო საფქვავი, ელექტრო ცვილსადნობი წნეხით, დადანბლატის ორსართულიანი სკები 12 ჩარჩოთი, ბიდონები თაფლისა და რძისთვის.
მოწვეული ექსპერტი საველე პირობებში ფერმერებისთვის ჩაატარებს სწავლებებს მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის ახალ გამოწვევებზე, მცირე მეწარმეობასა და აგრიბიზნესის განვითარებაზე, ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობაზე.
ოქტომბრის თვეში პროექტის მონაწილეები გამოცდილების გასაზიარებლად სასწავლო ვიზითით ლიტვას ეწვევიან.
ლიტვის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროები 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ერთობლივად 7-ზე მეტი პროექტი აქვთ განხორციელებული, რომელთა ნაწილი ინსტიტუციურ, ნაწილი კი აგრარულ განვითარებას ეხებოდა.
“აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk