ხობის რაიონში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე რჩება

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჯიამ განუცხადა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, ქალა- ტვინის ტრამვით, ქალა ფუძის მოტეხილობით, გულმკერის დახურული ტრამვითა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს. ავარიის შედეგად საავადმყოფოში მკურნალობას კიდევ ოთხი პაციენტი აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანებულ მანქანაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა, მათგან ერთი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევას საქართველოს პროკურატურა იძიებს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk