5 წლის წინ ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები ლაშა გოგიას შეხვდნენ

5 წლის წინ სოფელ ამაკლიაში გაუჩინარებული 43 წლის გოგიტა აბულაძის მშობლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეგებელს ლაშა გოგიას შეხვდნენ.

ლაშა გოგიას თქმით, აბულაძეებს უნდათ იმის გარკვევა, თუ რა მოუვიდა მათ შვილს და კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ბუნებრივია ის კითხვები, რაც მშობლების აქვთ. მე დავპირდი მათ, რომ მოვიკითხავ აუცილებლად, რა ეტაპზეა გამოძიება და თუ მექნება რამე ინფორმაცია, ვეტყვი“, – აღნიშნა გოგიამ.

გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის თქმით, ისინი შეხვედრით კმაყოფილები არიან, რადგანაც მათ გოგიასგან დახმარების დაპირება მიიღეს.

„დახმარება ვთხოვეთ გოგიას და გვითხრა, რომ გაერკვევა საქმეში და დაგვეხმარება. დღესდღეობით, კმაყოფილები ვართ და მერე ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა აბულაძემ

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk