ზუგდიდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს გიგა ქავთარაძეს აღკვეთ ღონოსძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მარიამ ქორიძის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 4 დეკემბერს დააკავეს. […]

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის აღკვეთ ღონოსძიების შეაფარდებაზე მსჯელობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, სასულიერო პირები ბერს სხვადასხვა ეპარქიიდან თავდებში უდგებიან. უფლებადამცველის თქმით, ბერი მომხდარს განიცდის როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად სასულიერო პირის სურვილია დღევანდელ პროცესზე დასწრება. “სასულიერო პირები მზად არიან […]

პოლიციელს, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებას ედავებიან, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელს, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებას ედავებიან, აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 იანვარს ჩაინშნა. შეგახსენებთ, ჩხოროწყუში პოლიციელი […]

პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი გააუპატიურა – შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში

ჩხოროწყუში პოლიციელი დააკავეს,რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით(“გაუპატიურება”) მიმდინარეობს და ბრალდებულ მამაკაცს ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება. როგორ დაზარალებული ჰყვება, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუში მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ელის.

ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდში ბერი დააკავეს

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი _გ ქ.დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. შსს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი,რომელსაც გამოძიება   ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

წალენჯიხაში პოლიციელმა გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

წალენჯიხაში, პოლიციის თანამშომელმა ბესიკ ფიფიამ გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია უწყების მანქანები.ინციდენტში მონაწილე პირი ბესიკ ფიფია უკვე დაკავებულია. საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს. როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფოტო:არქივი
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk