ფოთში საკრებულო სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. დებატები  სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვამ გამოიწვია. ოპოზიციის განხცადებით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლბა არაფერს არ აკეთებს. ასევე,  ხმაური მოჰყვა,  მელიორაციის სამსახურის შექმნის საკითხს. ოპოზიციის მტკიცებით, ადამიანები რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა  მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს […]

ვანში შვილმა მამა ცემით მოკლა – ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში […]

ბიძინა ივანიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს. შესაბამისი განცხადება ივანიშვლმა ცოტა ხნის გაავრცელა, რომელსაც samegrelorm.geუცვლელად გთავაზობთ: „ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა […]

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ფოთშიც გაიხსნა

ქალაქ ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ქალაქ ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის […]

დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება

ახალი შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. „ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე […]

ზუგდიდის სათადარაგო სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ჯანაშიას ქ. N5-ში არსებულ სტადიონზე არსებულ სამუშაოებს დაასრულებს და პარალელურად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას განახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ […]

“უცებ ცუდად გახდა… წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა” – ზუგდიდიში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდიში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ბაზრის კართან იდგა, უცებ ცუდად გახდა. წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა. შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ, თუმცა ვერ მოხერხდა გადარჩება. თურმე გული აწუხებდა,”- აცხადებენ თვითმხილველები. გარდაცლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ამ წუთებში გადაასვენეს.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი ახალი ქსელით იცვლება. უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა , ეკატერინე გალდავამ ადგილზე დაათვალიერა. ქ. აბაშისა და მიმდებარე სოფლების არსებული მაგისტრალური მილსადენი ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. სიძველის გამო ხშირია დაზიანებები. სამუშაოები ასევე […]

22 წლის სპორტსმენი, რომელიც შაურმით მოიწამლა, პარალიზებულია

22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა. სპორტსმენის დედა შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მანანა გოროზიას თქმით, შვილი შაურმით მოეწამლა. “საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა, რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი. ეს დაავადება 100 000 ადამიანიდან ერთს ემართება. […]

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს: “გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში მოიხსენიეთ ახლადშესვენებული რიტა. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… ღმერთმა ნათელში გამყოფოს რიტა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ…. (მუსიკის მასწავლებელი იყო ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა თუმცა ცხოვრებამ ემიგრანტად აქცია) “გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა…. თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი […]

ომში დაღუპული ახალგაზრდა გმირის დედა, 81 წლის ქალბატონი აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან მოწყალებას ითხოვს

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, 81 წლის გულნარა ალასანია, მოწყალებას ითხოვს. როგორც ის „აიპრესთან“ ჰყვება 8 აგვისტოს რუსებმა შვილი მოუკლეს. პაიჭაძის ქუჩაზე, ოროთახიან ბინაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, საწოლიც კი არა აქვთ და იატაკზე დაგებულ ლეიბებზე წვანან. მისივე თქმით, სიმსივნით არის დაავადებული, ღამით აუტანელი თავის ტკივილი აწუხებს. აქვს მხედველობის […]

წალენჯიხაში 27 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში 27 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში, ხეზე ჩამომხრჩვალი  იპოვეს. ინფორმაცია  samegrelorm.ge-ს სოფლის რწუნებულმა   დაუდასტურა. ვახტან მოლაშხიას თქმით,  სუიციდის ფაქტი გუშინ მოხდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამდრომდე უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.          

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ. ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, სოფლის გაზიფიცირება, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის და ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელში, ასევე დაგეგმილი შიდა […]

სენაკში, სოფელ გოლასკურში 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა. 7,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 2 364 841 […]

ზუგდიდიში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, გაფიცვას გეგმავენ. თანამშრომლები მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მიმართვა იქედან გაავრცელეს. მათი განცხადებით, გამოიყენეს ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება ამდრომდე არ ყოფილა. როგორც მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ინფორმირებულები […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბულგარეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათ შორის ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „ბულგარეთის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით რეგიონში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. ფონდის დახმარებით ორი დღის წინ მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის […]

აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები შენდება

მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება. ამბულატორიების მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში […]

“საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღოო” – რა მოხდა 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში და რატომ ადანაშაულებს მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსანს ზეწოლაში

 აფხაზეთიდან დევნილი, არსენა მატარაძე, ხობის პოლიციის უფროსსზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ის აცხადებს, პოლიციის უფროსი მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდა, რაც არ ჩაუდენია. არსენა მატარაძე სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამბობს, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდის და სიმართლის დასადგენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ,,ჩემთან მოვიდა დაახლოებით 5 პოლიციელი, მითხრეს , რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტრებინათ, აზრზე არ […]

მესტიაში “ნატოს დღეები 2019” გაიმართა

მესტიაში, “ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა. “ნატოს“ სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული “ნატოს“ დღეები მიმდინარეობს. “ნატოს“ დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, […]

ლევან კობიაშვილი: მიხარია, რომ ფოთს ეღირსება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა

ფოთში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულა. ის ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის დეტალებს ადგოლზე გაეცნო. როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 4 მილიონიანი პროექტი,მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. „ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს ფოთში ვიმყოფები, იმ ადგილას, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ, აბსოლუტურად სულს სხვა სიტუაცია […]

სეს: აბაშაში ფერმერებს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი აქვთ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიმინდის დიდი მასივები და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მოსავლის აღების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. როგორც […]

მარტვილში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს მარტვილში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე, საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება. აქ კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რობერტ კაკულია იყრის. საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრა სულ 2 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk