ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, დაჭრილია ინკასატორი

ამის შესახებ ინფორმაცია  samegrelorm.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით,   თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ინკასაციის მანქანას სწორედ მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც მას ფული გადაჰქონდა. დაჭრილია ერთ-ერთი ინკასატორი, ქვედა კიდურის არეში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმოს.