ფოთში გიგანტური კუ იპოვეს, რომელიც 70 კილოგრამამდე მეტს იწონის

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე გიგანტური კუ იპოვეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, იგი ზღვის სანაპიროზე იყო გამორიყული. მათივე განცხადებით, გიგანტური კუ დაახლოებით ორი მეტრი სიგრძის იყო და 70 კილოგრამამდე მეტს  იწონიდა. ” კუ იმდენად დიდი იყო, სახლში ხელის ურიკით გადავიყვანეთ და მერე ბათუმის დელფინარიუმს დავუკავშირდით. რამდენმე საათში მოვიდნენ და წაიყვანეს. ასე გვითხრეს, კვლევითი ინსტიტუტიდან ვართო,“_ განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

“ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება… დამარცხებას გამოვრიცხავ”

“შეიძლება, ზუგდიდში ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყრის კენჭს.  “დარწმუნებული ვარ, როგორც 2016 წელს, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს,  ძალიან მონდომებული ვარ მოვიპოვოთ სოფლების და ქალაქის, მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. ეს […]

ზუგდიდში რესტორანი გაქურდეს – წაღებულია 32 000 ლარი

ზუგდიდში რესტორანი „სამეფო“  გაქურდეს. არსებული ინფორმაციით,  ნიღბიანი პირები რესტორანში ფანჯრიდან  გუშინ, გვიან ღამით შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რესტორნირიდან წაღებულია 32 000ლარი. შსს–მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო ,რაც ქურდობას გულისხმობს.  

ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიამ საქართველოს შესახებ ვიდეო შემთხვევით აჩვენა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტელევიზია „აბაზა ტივიმ“ ეთერში საქართველოს კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ ვიდეოკადრები აჩვენა. რამდენიმეწამიან მასალაში, ქართული სიმღერის ფონზე ჩანს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და ზამთრის კურორტი გუდაური. ვიდეორგოლში ისმის ადგილობრივი მცხოვრების მოწოდებაც. ის ტურისტებს გუდაურში ეპატიჟება. როგორ მოხვდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლი „აბაზა ტივის“ ეთერში, ჯერ უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის სატელევიზიო სივრცეში ვიდეოკადრები „აბაზა ტივის“ თანამშრომლების შეცდომის შედეგად შემთხვევით […]

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი  ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი იქნებაქალბატონი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის და ქალბატონი სანდრას სურვილები დაემთხვა ერთმანეთს,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის […]

“ ეს ბიჭი ცეცხლმოკიდებულ სახლში ბავშვის გადასარჩენად შევარდა… უცებ სახლი ჩამოინგრა და… დედის კივილის ხმაც გაისმა” – შემთხვევა თბილისში

რამდენიმე საათის წინ მეგობართან მივდიოდი. მეჩქარებოდა და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მივსულიყავი გაჩერებასთან. ვიწრო გზებით მოივდიოდი, უცებ თვალი ცეცხლმოკიდებულ სახლს მოვკარი. ხალხი ერთ ამბავში იყო, ცდილობდნენ ცეცხლი ჩაექროთ, მაგრამ ამაოდ. ერთი ქალი ხალხში შემოვარდა, შეშინებული ხმით გაჰყვიროდა “დემეტრე, დემეტრე… სად არის!” და უცებ ჩაიკეცა “ჩემი შვილი…”. არავინ უსმენდა, ერთი ბიჭი მივიდა, აწყნარებდა “აუცილებლად ვნახავ თქვენს […]

8 წლის ბავშვი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

11-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა 8 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდს 11 მარტს, ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, დენმა დაარტყა. თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით (70%) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო […]

სენაკში სათამაშო პისტოლეტით სუპერმარკეტი დააყაჩაღეს და შოკოლადი “გაიყოლეს”

სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  სუპერმარკეტი ,,მაგნიტი” დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, ორმა ნიღბიანმა სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით თანამშრომლებს ფული მოსთხოვა, მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, გასვლისას ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო […]

სახლი ოჩამჩირეში, სადაც მანქანით პირდაპირ საძინებელში შედიან

ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა “აიაირას” ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ ვინ ცხოვრობს ამ სახლში და რატომ მიუერთა სახლს მსგავსი მისასვლელი. სახლის პატრონმა ალექსეი გუჩუამ მათ უამბო, თუ რატომ მოაწყო უცნაური ესტაკადა. “შვილი რომ გვეყოლა, ცოლმა მითხრა, როდესაც […]

ფოთის მერიის საფინანსო სამსახური: საგამოძიებო სამსახურმა მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაცია ამოიღო

ფოთის მერიაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ.  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას განცხადებით, აღნიშნული უწყება, 2015-2017 წლებში მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა. “გუშინ შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ როგორც კანონი ითხოვს, შევასრულეთ ეს დავალება და წარვუდგინეთ მათ […]

ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

როგორც  samegrelorm.ge –ს საგამოძიებო სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, გარკვეულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაებთან დაკავშირებით, დოკუმენტების ამოღება შესწავლა მიმდინარეობს:  „ფოთის მერიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესულები არიან ჩვენი თანამშრომლები და მიმდინარეობს დოკუმენტების ამოღება და შესწავლა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“. შეგახსენებთ, რომ სახელწიფო აუდიტმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოთის მერიაში მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა. საუბარია 2015-2017 წლებში უხაროსხოდ შესრულებულ […]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე” გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“. პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ნარაზენსა და შამადელაში ჩატარდა. ახალიი ნიციატივა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრასა და მათ ინფორმირებას მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს და მოსახლეობას […]

მარტვილის კანიონზე და ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპლაინი მოეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, ეს ტურისტებისათვის მიმზიდველი ატრაქცია იქნება. ”სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს  პირობებიან ელექტრონულ აუქციონს მარტვილის კანიონში და სოფელ კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ზიპლაინის ატრაქციონების მოწყობისა და მათი უსაფრთხოების ნორმების / სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე”- ნათქვამია განცხადებაში.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. როგორც საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; […]

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა

ისინი კუთვნილი ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვენ. 20-მდე მუშამ, რომლებიც ბლოკის დაწყობასა და კედლის ლესვაზე მუშაობდა აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად დღეს დილით გზაც გადაკეტეს. „დროულად არ გვიხდიან ხელფასს. ორი თვეა უკვე კუთვნილი თანხის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელი გვეუბნება ქვეკონტრაქტორმა უნდა დაგირიცხოთო, მაგრამ ის გაქცეულიაო და 25 მარტს მოვიყვანთ და გაირკვევა გადაგიხდიან თუ არაო. არსად არ ვაპირებთ წასვლას […]

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტის მომზადებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის, ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა. პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები რომლის […]

მესტიამდე მისასვლელი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მესტიამდე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე […]

აბაშის მერი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ზურაბ კაჭარავას სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერმა დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა. „ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ახლა მათ გვერდით დგომა სჭირდებათ, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაითვლება ზარალი, ოჯახს მაქსიმალურად დავეხმარებით, იქნება ეს დროებითი საცხოვრებელი, სამშენებლო […]

ფოთში ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საავტომობილო გზის გადაეკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით ხელისუფლება, მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომელიც მათივე მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ. “მაღაზიებს რომლებსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან […]

ფოთში, აგრალურ ბაზართან გარემოვაჭრეების დახლების ალაგების მოთხოვნას აპროტესტებენ

ფოთში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ბაზარის ტერიტორიაზე მთავარი გზის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით დახლები, რომლზეც პროდუქციის რეალიზაციას ახდნენენ ხელს არავის უშლის. აღნიშნლთან დაკავშირებით, ხელისუფებში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. მოვაჭრეები ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებით იმუქრებიან. მათ ამ წუთებში მერიასთან გადმოინაცვლეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორვის საწინააღმდეგო რეაბილიტირებული დამბა და გადასასვლელები დაათვალიერა. ასევე, მერი გაეცნო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. აბაშის ნაპირის გამაგრებით სამუშაოებს. ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 520 434 ლარით დაფინანსდა. გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და […]

ლევან მაკალათიამ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.  ამ ეტაპზე პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პოლიმერული ბეტონის დასხმა (სისქით 10 სმ), მიწის შეტანა. განსაზღვრულ ადგილებში იგება გაზონი, მონტაჟდება დეკორატიული დასასვენებელი სკამები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო “ლაზი“ დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხაში ჩაის საწარმო “ლაზი“ დაათვალიერა. საწარმო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს და ჯამში 200 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას ამუშავებს.  წალენჯიხაში წარმოებული ჩაი ექსპორტზე აზიის ქვეყნებში, უმეტესად კი ჩინეთში გადის. ასევე კომპანია სხვადასხვა მსხვილი მწარმოებლების შეკვეთებზე მუშაობს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა კარგი შესაძლებობაა ამ სექტორით დაინტერესებული მეწარმეებისთვის. […]

ქალაქ სენაკში ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ჟიულის შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. […]

ფოთელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თბილისში, საქართველოს პირველობა ჭიდაობა „სამბოში“ ფოთელების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრი, ჭაბუკებსა და გოგონებს შორის ჩატარდა, სადაც ფოთის ჭიდაობის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის 15 სპორტსმენი მონაწილეობდა. მოჭიდავეებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე ფოთის ნაკრებმა ჭაბუკებს შორის გუნდური I ადგილი დაიკავა. ოქროს მედალოსნებს შორისაა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სამბოში […]

Inspiring Success Stories of 10 Entrepreneurs

After this procedure may let it be substantially simpler to write a bit which makes perception. The composing process is composed of series of steps. These measures are able to help you develop a well- considered and well – written item. That is just the procedure for believing and inventing precisely what you’d write. Really, […]

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, დაჭრილია ინკასატორი

ამის შესახებ ინფორმაცია  samegrelorm.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით,   თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ინკასაციის მანქანას სწორედ მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც მას ფული გადაჰქონდა. დაჭრილია ერთ-ერთი ინკასატორი, ქვედა კიდურის არეში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმოს.  

ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესცენტრი ავრცელებს. რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. შესყიდვის ობიექტის სავარუდო ღირებულება 904 824 ლარია. „ქალაქს დიდი ხანია […]
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk