სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელად პაატა ლაგვილავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა დაინიშნა.  მისი  დანიშნვის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია samegrelorm.ge_ს   პაატა ლაგვილავამ  დაუდასტურა. “გიდასტურებთ ინფორმაციას. დღეიდან უკვე შევუდექი ოფიციალურად უფლება-მოვალეობების შესრულებას”,-განაცხადა ლაგვილავამ.