17 დაშავებული – თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა

სენაკში,სოფელ  ნოსირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 4 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.  არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავრაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა  კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი  ნაწილით დაიწყო.