ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ზედა ეწერში

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოხდა, ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით,  ML-ის ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ამდროისთვის  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  არიან გადაყვანილები. როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ავარიის […]

მამაკაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი სასიკვდილოდ დაჭრა, 18 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.შ.  დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე – ს.შ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული  დ.შ. იმავე დღეს, […]

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს თხილისა და მრავალწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების აგროტექნოლოგიის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერეს, საჭირო ლიტერატურა გადასცეს და აგრარული […]

“ნენსკრა ჰიდრომ” მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს “ნენსკრა ჰიდრომ” მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. მის ფარგლებში კომპანია ჭუბერისა და ნაკრას ყველა საოჯახო მეურნეობას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით უზრუნველყოფას […]

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ძარცვა  მოხდა ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ  ჯიხურში. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის  თანხაა წაღებული. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ  მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

შსს–მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

ინფორმაციას შსს ავრცელებს. “საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს – ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული […]

“ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს “ნენსკრა ჰიდრომ” 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელება დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნენსკრა ჰიდრო ავრცელებს. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეიქმნა, მათი განხორციელება კი უკვე ა.წ. თებერვლიდან დაიწყება. მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი ნენსკრასა და […]

რუსმა სამხედროებმა სოფელ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია,  რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე  გაიტაცეს.  არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას   გატაცებულების ახლობლები ადასტურებენ. მათი  განცხადებით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრები გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.  უწყების ინფორაციით, ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ხვალ, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ინფორმაციას “ენერგო–პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 13 თებერვალს შეეზღუდება: ზუგდიდი. 11:00დან 15:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, რუსთაველის, ჯანაშიას, მექაღალდის, სხულუხიას, სერგიას, მესხის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ინგირი, შამგონა, ოირემე, ახ.აბასთუმნის ნაწილს. 10:00დან 18:30საათამდე სოფლებს ნარაზენი, კოლხიდა, რიყე […]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამეგრელოში უკრაინის მოქალე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.  ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფრომაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი […]

ზუგდიდში, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მერიის წინ ამ წუთებში,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  ადგილზე შეკრებილები ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას გირაოს სახით გათავისუფლებას მოითხოვენ.  აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ძირითადად ქობალიას მეგობრები და ახლობლები, ასევე რიგითი ზუგდიდელები. მათი განცხადებით, თენგიზ ქობალია უკანონო წესების გამოყენებით, საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ხელბორკილები საჯაროდ დაადეს, რაც ნორმებს არ შეესაბამება. “ჩვენ […]

ხანძარი წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს  ოჯახის ერთი წევრის, 90 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევა  8 თებერვალს,  გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,  უცნობია. შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად  გრძელდება .  დღეს  მიდინარე სამუშაოებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  გაეცნო. დატბორვის საწინააღმდეგო დამბის, გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს, სადაც გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს. სამუშაოები  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ინფორმაციას “ენერგო– პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 9 თებერვალს შეეზღუდება: ზუგდიდი. 08:00დან 10:00საათამდე ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, წერეთლის, ბორჯომის, პუშკინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს , სოფლებს ოდიშს, რუხს, რიყეს, ნაწულუკუს. 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: ზუგდიდი. 11:30დან 15:30საათამდე სოფლებს ჭითაწყარი, კოლხიდა, ცაიში და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს. 11:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო– პრო ჯორჯია” ავრცელებს. “გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ზუგდიდი. 14:00დან 16:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, ტოლსტოის, დემნა შენგელიას, 9 მაისის, მესხის და მიმდებარე ქუჩებს , სოფელ ინგირს. სენაკი.07:00დან 08:00საათამდე აბონენტებს ქ.სენაკში ჭავჭავაძის, რუსთაველის, მშვიდობის, ღვინჯილიას, სტალინის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნოსირი, ძველი სენაკი, ნოქალაქევი. მარტვილი. […]

“ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. მათ წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით განხორციელდება და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის […]

პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის გიზო ბოჭორიშვილი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.  ინფორაციას”თაიმერი” ავრცელებს.   არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა. გიზო ბოჭორიშვილი პოლონეთში დაახლოებით 10 დღის წინ ჩავიდა. მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, უკრაინაში ცხოვრობდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელად პაატა ლაგვილავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა დაინიშნა.  მისი  დანიშნვის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია samegrelorm.ge_ს   პაატა ლაგვილავამ  დაუდასტურა. “გიდასტურებთ ინფორმაციას. დღეიდან უკვე შევუდექი ოფიციალურად უფლება-მოვალეობების შესრულებას”,-განაცხადა ლაგვილავამ.

17 დაშავებული – თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა

სენაკში,სოფელ  ნოსირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 4 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.  არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავრაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა  კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი  ნაწილით დაიწყო.

პრემიერი: სვანეთი შეინარჩუნებს უნიკალურ არქიტექტურას, მაგრამ პარალელურად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა. როგორც მამუკა ბახტაძემ […]

ერთ–ერთ ტრანსფორმატორში კატა შეძვრა,რამაც ავარიული გამორთვა გამოიწვია – ზუგდიდში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ზუგდიდში აბონენტების ნაწილი  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში”აცხადებენ,  მიზეზი ავარიული გამორთვაა.   მათივე ინფორმაციით,  ამ წუთებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული  ინფორმაციით, ერთ–ერთ  ტრანსფორმატორში კატა შეძვრა, რამაც ელექტროენერგიის  ავარიული გამორთვა გამოიწვია.

მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში  16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები  მეხუთე დღეა  უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. შეგახსენებთ,  უბედური შემთხვევა  29 იანვარს მოხდა.  არსებული ინფორმაციით,  მოზარდი   ხიდის მოაჯირზე იყო […]
english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk