ფოთში მწვავე რესპირატორული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა,  თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტს  ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი თქმით,  კლინიკაში ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის და  მათი მდგომარეობა  სტაბილურია. „3 იანვარს კლინიკაში შემოვიდა 40 წლის ქალბატონი, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით, […]

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა […]

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო- საღვთო ლიტურგია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლენა. ლიტურგია 00:00 საათზე დაიწყო. მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო-საშობაო ლიტურგია 2014 წლიდან იმართება , მანამდე წირვა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში იმართებოდა . საშობაო-სადღესასწაულო ლიტურგია სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა.