სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარებისთვის ერთ-ერთ ქალაქად ფოთი განიხილება

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად განიხილება, ქალაქი ფოთია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. […]