ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღეს.  შსს-ში ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ . როგორც უწყებაში განმარტავევნ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს .

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, საახალწლოდ სასაჩუქრე კალათები 100 წელს გადაცილებულ ქეთევან ესებუასა და მრავალშვილიან ლელა ცანავას გადასცეს.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სითბო და მზრუნველობა მსგავსი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 550 ბენეფიციარს 60 ლარამდე ღირებულების საახალწლო […]

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, საახალწლოდ სასაჩუქრე კალათები 100 წელს გადაცილებულ ქეთევან ესებუასა და მრავალშვილიან ლელა ცანავას გადასცეს.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სითბო და მზრუნველობა მსგავსი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 550 ბენეფიციარს 60 ლარამდე ღირებულების საახალწლო […]

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის […]

როგორ გამოიუყურება ზუგდიდი საახალწლოდ(ფოტორეპოტაჟი)

ზუგდიდში საახალწლოდ ქუჩები უკვე განათდა, ასევე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. გთავაზობთ ფოტოებს საახალწლოდ მორთული ზუგდიდიდან.

ორმა არასრულწლოვანმა ფოთში კომპანია “ჯეოსელის” ოფისი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი -ქურდობის ბრალდებით დააკავეს .ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით,  ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. […]

ზუგდიდის უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა

ზუგდიდის უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სასაჩუქრე კალათები ბენეფიციარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლო საჩუქრებს 550 ბენეფიციარს გადასცემს. საჩუქრები დედ–მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, ომის მონაწილე ვეტერანებს, უფასო სასადილოსა და […]

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილი კომპანია იგებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” […]

ზუგდიდის მერიამ ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, წელს, პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო. პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს. 413-მა ოჯახმა პროგრამის ფარგლებში, მერიისგან ერთჯერადი საკვები პროდუქტები: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, მაკარონი და ხახვი მიიღო. აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, […]

ფოთის საკრებულოში, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამ დაპირისპირება გამოიწვია

ოპოზიციის მტკიცებით 15 მილიონიან ბიუჯეტში 9 მილიონამდე თანხა მხოლოდ საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვლილი. მათ პროტესტის ნიშნად, ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. “ეს ბიუჯეტი ხალხის საჭიროებებზე არ არის ორიენტირებული. მისი დიდი ნაწილი ხელფასებზეა გათვლილი.თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და ქალაქში არაფერი არ კეთდება. ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული , ეს სირცხვილია. მეორე წელია […]

შსს-მ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით “TBC” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 […]

ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა

ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ. დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს […]

გახარია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში საკმაოდ მაღალია

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  “საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც გაბნეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში შევქმენით საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში. აქ დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი და ამ ნაწილში მინდა […]

ზუგდიდში ერთ-ერთი თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა შპს “ტურალ გრუპი” დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, 50 000 ლარია წაღებული. დაყაჩაღების დროს დაშავდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ფოთში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

 შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2004 ათასი ლარით მეტია. მისივე თქმით 2019 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება. შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. მრავალსართულიანი სახლების მაცხოვრებლებმა […]

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებამ ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებამ გამოიწვია. ოპოზიციამ სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტა. მათი განცხადებით, არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედება სამარცხვინო ფაქტია. “ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი კიდე ხელფასებს იმატებენ წლის ბოლოს.ფოთი საერთოდ განადგურებულია, არაფერი არ კეთდება ამ ქალაქში. არჩევნები მოიგეს კრიმინალებით, 5 კგ.ხახვით […]

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბენეფიციარები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ და აცხადებენ რომ მათი სურვილია სასადილო საკვებით კვლავ ინდმეწარმე თემურ ქვარცხავამ მოამარაგოს, რომელიც მათ დღემდე ემსახურება და არ მიეცეს შპს ეფექტს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების საშუალება. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მერიის მიერ ტენდერი 2018 წლის 5 დეკემბერს გამოცხადა და წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დაიწყო. ჯერჯერობით ტენდერში გამარჯვენული კომპანია გამოვლენილი […]

ქ.ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება

აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება.სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის […]

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონე აფეთქდა

სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.შემთხვევის შედეგად თონეში მომუშავე ერთი პირი დაშავდა. სასრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “მამაკაცს აღენიშნებოდა პირველი ხარისხის დამწვრობა სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში, -განუცხადა ჟურნალისტებს სასრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ. […]

ფოთში, 30 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ, შავი ზღვის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივების განცხადებით, 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ერთ სახლში, სადაც სახურავი მთლიანად არის ჩაინგრეული. დაზარალებულების მტკიცებით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ. “სტიქიამ ფოთში რამდენიმე სახლი დააზიანა,მათ შორის ჩემიც.სახურავი მთლიანად ჩაინგრა. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ , დაგვპირდნენ, რომ […]

ფოთში ბუნებრივი აირით 70 წლის ქალი და 12 წლის ბავშვი მოიწამლნენ

ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე , ბუნებრივი აირით 70 წლის ბებია და 12 წლის შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. “ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალბატონი და 12 წლის ბავშვი. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და […]

რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება

ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და მისი ოფიციალურად გახსნა 2019 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესხებ რადიო„ათინათს“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ძირითადი სამუშოები დასრულებულია და ახლა დალაგება-გაწმენდა მიმდინარეობს. რაც შეეხება გახსნის ზუსტ თარიღს, ანთიძის თქმით ეს რეკონსტრუქციის სამუშაოებში მონაწილე ყველა კომპანიასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. „ძალან ცუდ დღეში იყო სასახლე. თავიდან […]

მოწერელია: ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს, მუსიკალური ანსამბლებისა და ბენდების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მუსიკოსების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური აღჭურვილობების საკითხები იყო. “ხშირად, როდესაც რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავი კონცერტი იგეგმება, იმთავითვე, შემსრულებლების მოწვევას განიხილავენ. ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. […]

სოფელ რუხში ჩასახლებული დევნილები: გვაწვიმს, არ ვიცით, სად წავიდეთ

ზუგდიდის სოფელ რუხში, “ატეკის” ყოფელ შენობაში ჩასახლებული დევნილები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შენობას, დაახლოებით, 10 დღის წინ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და მისი ბოლომდე შეკეთება ვერ მოხერხდა. კომპაქტურ ჩასახლებაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. “იყო კომისია მოსული და თქვეს, რომ ამის ნაწილობრივ შეკეთება არ გამოვა, მთლიანად არის სახურავი შესაცვლელიო. შემდეგ […]

ნიკო ნიკოლაძის ახალრეაბილიტირებულ კოშკში წყალი ჩავიდა

ფოთში, განახლებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკში სახურავმა წყალი გაატარა და ჭერი დაზიანდა. რეაბილიტირებული ისტორიული ძეგლი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ვითარებაში გაისნა. ოპოზიციის წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ობიექტი ფორსმაჟორულ სიტუაციში, სწრაფი ტემპით, უხარისხოდ იქნა გარემონტებული, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლაძის შვილიშვილი იყრიდა კენჭს და მისი გახსნა აუცილებლად წინასაარჩევნოდ უნდა მომხდარიყო. […]

ზუგდიდში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში, მცხეთის ქუჩაზე კომუნალური მეურნეობის საწყობში მდებარე ფართი, დაახლოებით 50 კვ.მ დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. შენობა ზუგდიდის აიპპ “კეთილმოწყობის სამსახურს” ეკუთვნის. როგორც ცენტრის თანამშრომელი მამუკა ციმინტია აცხადებს, ზარალის ოდენობა ჯერერობით უცნობია. მისი თქმით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა ერთ-ერთი თანამშრომელი ბენზინს ასხამდა […]

ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში. “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა “აუდის” მარკის ავტომანქანას დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი, ზუგდიდის მკვიდრი ზ.ს ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს- ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

ზუგდიდი 2019 წლის შობა-ახალი წლის დასახვედრად ემზადება (ფოტორეპორტაჟი)

2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ლოკაციებზე საახალწლო განათებები მონტაჟდება. 11Shares  11 საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმშიარსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები. […]

მარტვილში, დასაფლავების დროს მესაფლავეებმა ოქროსა და ვერცლის მონეტებითა და ფირუზისთვლებიანი ბეჭდებით სავსე ქოთანი იპოვეს

მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის გივი ელიავას ინფორმაციით, 21 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მაყვალა კეკელიას დასაფლავებისას, მესაფლავეებმა აღმოაჩინეს ქოთანი. ქოთანი საფლავის თხრისას გაუტყდათ და იქიდან ოქროსა ვერცხლის მონეტები, ფირუზისთვლებიანი ვერცხლის ბეჭდები გადმოსცვივდა. მესაფლავეებმა დაინაწილეს ნაპოვნი ძვირფასეულობა. ერთმა მათგანმა მისი წილი ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ბეჭდები, ქუთაისში ოქროს ბირჟაზე მოქალაქე ა. ჭ. ჩააბარა […]

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი “ჭკვიანი” კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება. […]

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. 155Shares  155 ია კერზაია საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იმყოფებოდა. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. “აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში”, – აცხადებს ბაჩანა შენგელაია “რუსთავი 2”-თან საუბრისას. შეგახსენებთ, განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მე-6 […]

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – გარდაცვლილია პოლიციელი

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,ერთი საათი წინ, საპატრულო პოლიციასთან ქვეითად მოსიარულე პოლიციელს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა. ის საავადმყოფოში მიყავნამდე გარდაიცვალა. შსს–ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)მიმდინარეობს.  

ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

ზუგდიდში აფთიაქი “ნეოფარმი” დააყაჩაღეს.  შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით მუქარითა და სიტყვიერი დაშინებით, მოახერხა სალაროდან ფულის აღება და გაქცევა. შემთხვევის ადგილზე ამ წუტებში, ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ–ის 179–ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თბილისელმა სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37 000 იპოვა – რეალური ისტორია არარეალური ფინალით

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ დედაქალაქში სეირნობისას არც მეტი არც ნაკლები 37 ათასი დოლარი იპოვა. ეს „ბედნიერება“ ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტ კარინა ბ.-ს (გოგონამ გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა). 21 წლის გოგონას თქმით, 28 ნოემბერს ის ბრუნდებოდა უნივერსიტეტიდან, შენიშნა ლამაზი ხე და ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. და ხეს მიუახლოვდა. „რომ მივუახლოვდი, მიწაზე თეთრი […]

სამეგრელოს, 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად, 7 მილიონიანი ზარალი მიადგა

სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად […]

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარებისთვის ერთ-ერთ ქალაქად ფოთი განიხილება

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად განიხილება, ქალაქი ფოთია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. […]