ერთი გარდაცვლილი და ევაკუირებული მოსახლეობა – თბილისშიერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში,  ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

102 წლის მამაკაცს, რომელმაც 94 წლის ქალი გააუპატიურა, 7 წლამდე პატიმრობა ელის

102 წლის მამაკაცს 94 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას  „Sputnik ყაზახეთი” The Sidney Morning Herald-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი 23 ოქტომბერს, სიდნეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მოხუცებულთა  თავშესაფარში მოხდა. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შეწუხებული არიან მომხდარი ფაქტის გამო და ბოდიშს უხდიან დაზარალებულის ოჯახს. ეჭვმიტანილი ამ დროოსთვის სასამართლო სხდომამდე, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.  სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს გაიმართება.   ბრალის […]