2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება ეტაპობრივად დაიწყება

ავტომობილების ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი აპრილიდან პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმებით დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, ტექდათვალიერება ეტაპობრივად განხორციელდება.

„დღეს მოქმედი რეგლამენტით პერიოდული ინსპექტირება ეხება სატვირთო ავტომობილებს, რომელთა მასა არის 3.5 ტონაზე ზევით და სამგზავრო ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი. მაგრამ იმის გამო, რომ ჯარიმა ძალიან დაბალია – 10 ლარია, შესაბამისად, ამ კატეგორიის მანქანების ძალიან მცირე ნაწილი გადის პერიოდულ ინსპექტირებას, ამიტომ პირველ რიგში, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. ასევე დღეს არსებული ხარისხი ისეთი არ არის, რაც უნდა იყოს. 2018 წლიდან ეს ყველაფერი იცვლება, ანუ აბსოლუტურად ყველა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის“, – აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ ან ორ თვეში ყველა ავტომობილის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ ისინი პერიოდულად გადანაწილდება.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მსუბუქი ავტომობილები გადავანაწილოთ ორი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, დაიწყება დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმება. რადგან მანქანას აქვს დიდი მოცულობის ძრავა, მოიხმარს შესაბამისად, დიდი რაოდენობით საწვავს და დაბინძურების ხარისხი მეტი აქვს. ამიტომ პირველ რიგში, ეს მანქანები უნდა იყვნენ წესრიგში, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. შემდეგ, როდესაც ტესტირების ახალი ცენტრები დაგვემატება, უკვე გადავალთ სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ გრაფიკს თვეების მიხედვით, რომელი მანქანები რომელ თვეს უნდა მივიდნენ ტესტირების ცენტრებში“, – განაცხადა ხმალაძემ.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk