2017 წელს პრეზიდენტმა 3000 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობისანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირს კი უარი ეთქვა.

მოქალაქეობამინიჭებულ პირებს შორის 79 ფერეიდნელი ქართველია. კომისიის ცნობით, ჯამში მათ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილეს, საიდანაც 3 097-ზე დადებითი დასკვნა გასცეს და სია პრეზიდენტს მიაწოდეს.

დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტი მარგველაშვილი მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მინისტრმა თქვა, რომ 2017 წელს გიორგი მარგველაშვილმა, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, 565 ადამიანს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.

პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

სექტემბრის ბოლოს, იუსტიციის სახლთან ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების შეცვლას ითხოვდნენ.

მათი თქმით, კომისიის წევრებმა 20 სექტემბერს 15 ფერეიდნელ ქართველს უარი უთხრეს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

წყარო: imedinews

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk