მძღოლებს 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” შსს-ში მომსახურების სააგენტოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მძღოლებს მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ჩაბარება ხელახლა არ მოუწევთ. განახლებისთვის საჭიროა მძღოლებმა გადაიხადონ 15 ლარი და წარმოადგინონ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

1-ლი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, მძღოლს ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

წყარო:pia.ge