11 წლის ფოთელმა გოგონამ ოქროს მედალი მოიპოვა და მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

11 წლის სოფიკო აფხაზავამ მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე უშუ კუნგფუში, ოქროს მედალი მოიპოვა.

 მწვრთნელის ვასილ დუნდუას განცხადებით, სოფიკო აფხაზავა მომავალ შეჯიბრს ჩინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართავს, რიმელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს ჩატარდება.

“შეჯიბრებაში, სადაც ევროპის უძლიერესი სპორტსმენები გამოდიოდნენ, სოფიკო აფხაზავამ საჩვენებელ გამოსვლაში “ჯიანშუ”-ში მოიპოვა პირველი ოქროს მედალი და დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

სოფიკო აფხაზავამ რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა, რაც გმირობის ტოლფასია. მალე ჩინეთში  მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს, მასზე დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უშუს პრეზიდენტს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ბატონ გიორგი ვერულაძეს სოფიკოს წარმოჩენისთვის. ასევე ვულოცავ ჩემს თანაქალაქელებს და მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას“- აღნიშნა ვასილ დუნდუამ.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk