102 წლის მამაკაცს, რომელმაც 94 წლის ქალი გააუპატიურა, 7 წლამდე პატიმრობა ელის

102 წლის მამაკაცს 94 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას  „Sputnik ყაზახეთი” The Sidney Morning Herald-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი 23 ოქტომბერს, სიდნეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მოხუცებულთა  თავშესაფარში მოხდა.

დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შეწუხებული არიან მომხდარი ფაქტის გამო და ბოდიშს უხდიან დაზარალებულის ოჯახს.

ეჭვმიტანილი ამ დროოსთვის სასამართლო სხდომამდე, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.  სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს გაიმართება.   ბრალის დამტიცების შემთხვევაში, 102  წლის მამაკაცს 7 წლამდე პატიმრობა ელის.

სხვა ვიდეოები